ბიუჯეტის და ფინანსების დაგეგმვა

კომპანიას წარმატებული ფუნქციონირებისათვის უნდა გააჩნდეს სამომავლო მიზნები და გეგმები. უნდა განსაზღვროს ის პრიორიტეტები, რომელთა მიღწევაც მნიშვნელოვანია და შემდეგ შეიმუშავოს სტრატეგია მათი განხორციელებისთვის.

იმისათვის, რომ ეს პროცესი სწორად იყოს წარმართული, ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფი მზადაა დაგეხმაროთ შემდეგი მიმართულებებით:

კომპანიის ბიუჯეტის და ქეშფლოუს პროგნოზი – ბიუჯეტი წარმოადგენს რაოდენობრივად აღწერილი რესურსების განაწილების მეთოდს, ამიტომ  სწორი დაგეგმისათვის საჭიროა კომპანიის ბიუჯეტისა და ფულის მოძრაობის პროგნოზირება, მონიტორინგი და რეპორტინგი. ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზი არის ანგარიშგება, რომელშიც ასახულია კონკრეტული პერიოდის განმავლობაში კომპანიაში შემომავალი და კომპანიიდან გამავალი ფულადი სახსრები. ფულის მოძრაობის პროგნოზირება კომპანიას ფულის მოულოდნელი დეფიციტისგან იცავს.

ფინანსური ანალიზი – ფინანსური ანალიზი შესაბამისი კოეფიციენტების გამოყენებით აუცილებელია დღევანდელი საბაზრო კონკურენციის პირობებში. საჭიროა მაქსიმალურად მეტი კოეფიციენტის შედარება სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, იმისათვის რომ დადგინდეს კომპანია განვითარების რომელ საფეხურზე დგას და რა სახის ცვლილებებია წინა პერიოდის სტატისტიკურ მონაცემებთან მიმართებაში.

ასევე კომპანიის სწორად მართვისთვის აუცილებელია ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების წარმოება.

 

რას მოიცავს მოცემული მიმართულებები?

 

  • კომპანიის ბალანსის და მოგება-ზარალის აწყობა, მომზადება და წარდგენა
  • ყოველდღიური ან ყოველკვირეული ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისის აწყობა, მომზადება და წარდგენა
  • კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის რეპორტების აწყობა, მომზადება და წარდგენა შეთანხმებულ ვადებში.
  • კომპანიის ყოველთვიური ფინანსური ანალიზი ფინანსური ანარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით, შესაბამისი კოეფიციენტების მითითებით.
  • კომპანიის კომპანიის წლიური ბიუჯეტის და ქეშ ფლოუს პროგნოზის შექმნა, მართვა, მონიტორინგი, კონტროლი, ფაქტი/გეგმის შედარება.

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე