რა არის მმართველობითი კონსალტინგი?

პრობლემის არსი

კომპანიები სხვადასხვა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან: არარენტაბელური წარმოების პროცესი, გაყიდვების ჩავარდნა, ძლიერი კონკურენტები ბაზარზე, კადრების დაბალი კვალიფიკაცია, აქტივების მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოყენების შეუძლებლობა, განვითარების შემაფერხებელი ზედმეტი პროცესები და ბიუროკრატია,  ვადაგადაცილებული დებიტორული  დავალიანებები. ისინი წარმოქმნიან პრობლემებს, რომელთა გადაჭრის მეთოდები ყოველთვის აშკარა არ არის.

ყველა ამ პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა მათი სიღრმისეული და დეტალური შესწავლა, გაანალიზება, მათი მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დადგენა კომპანიის ფუნქციონირების სხვა ასპექტებთან, რომელთა მიმართებითაც ერთი შეხედვით მათ არანაირი კავშირი შეიძლება არ ჰქონდეთ, თუმცა ხარვეზები ხშირად ზუსტად ამ ერთი შეხედვით თვალისათვის უხილავ დეტალებშია, ვინაიდან კომპანია ერთი ორგანიზმია და ცვლილება ან ხარვეზი გარკვეულ ფაქტორში ყოველთვის ასახვას ჰპოვებს სხვა ფაქტორზე.

რა არის მმართველობითი კონსალტინგი?

მმართველობითი კონსალტინგი, გულისხმობს მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო კომპანიის თანამშრომლობას ორგანიზაციის უმაღლეს მენეჯმენტთან, რათა დაეხმაროს მას გააუმჯობესოს ძირითადი საქმიანობა, მართვის სტრუქტურა, მოახდინოს ფინანსების ოპტიმიზაცია, პროფესიული ანალიზის საფუძველზე გამოავლინოს ორგანიზაციის წინაშე არსებული პრობლემები, ფინანსური რისკები და დასახოს მათი გადაჭრის გზები, ასევე განვითარების და წარმადობის გაუმჯობესების გეგმები. ორგანიზაციებს შეუძლია დაიხმაროს კონსულტანტები მთელი რიგი მიზეზების გამო, მათ შორის მიიღოს გარე (მაშასადამე ობიექტური) რჩევა და სპეციალიზებული ექსპერტის შეფასება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

მმართველობითი კონსალტინგი ახდენს პრობლემის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირებას. ის არ აკეთებს ნაჩქარებ დასკვნებს პრობლემის მხოლოდ ზედაპირული შესწავლით და არ ცდილობს პრობლემის ფორმალურად გადაჭრას. ის ეძებს მისი წარმოქმნის მიზეზებს, მის გამომწვევ სიღრმისეულ შინაარსს და აკავშირებს კომპანიის მიზნებთან, რომელთა განხორციელებასაც ის უშლის ხელს. ეს არის პრობლემის შინაარსის ლოგიკური, სისტემური კვლევა, რათა მოხდეს მენეჯერული, წარმოების, მარკეტინგული თუ სხვა პროცესების გამართვა და მაღალ დონეზე აყვანა.

ესაა არამარტო პრობლემების მოგვარება, ასევე მომავალი შესაძლებლობების განსაზღვრაშეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა:

  1. მენეჯმენტი, საორგანიზაციო სტრუქტურა, ხარისხის მართვის სისტემების დანერგვა, აქტივების ეფექტური მართვა;
  2. პროდუქციის წარმოება–რეალიზაცია, საწარმოს ღირებულებითი შეფასება, განვითარების ახალი გზების განსაზღვრა,
  3. რეორგანიზაცია–ლიკვიდაცია, ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შექმნა, შინა განაწესის და დებულებების შემუშავება;
  4. კომპანიის მუშაობის ოპტიმიზაცია – ფინანსური აღრიცხვა, მართვა, დაბეგვრა, კაპიტალის მოძრაობა;

რა სარგებლობა მოაქვს მმართველობით კონსალტინგს ორგანიზაციებისათვის?

ეს ყოველივე საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ორგანიზაციას იყოს მომგებიანი და წარმატებული თავის სფეროში. კონსალტინგი საშუალებას აძლევს კომპანიებს არამარტო მოახდინონ მათი ფინანსური, საკადრო და სხვა სახის რესურსების ოპტიმიზაცია, ასევე დასახონ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა სახის (მათ შორის ტექნიკური) პრობლემების მოგვარების გზები. მმართველობითი კონსალტინგი, არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა ყველა იმ ორგანიზაციისათვის, რომლებიც სერიოზულად უყურებენ თავიანთი სტრატეგიული განვითარების მომავალს და მათი მიზანი ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებაა.

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე