ფინანსური მრჩეველი

საქართველოში ეს ახალი სერვისია, რომელიც გულისხმობს კომპანიის დირექტორებისთვის პირადი ფინანსური მრჩევლის ყოლას. ფინანსური მრჩეველი თავის კლიენტებს უწევს სპეციალისტის კონსულტაციას და აძლევს რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მართონ მათ თავიანთი ფინანსები, მიიღონ გადაწყვეტილებები, რომელიც საუკეთესოდ შეხვდება მათი საჭიროებებს. რაც მთავარია, ფინანსური მრჩეველი თავის კლიენტებს აძლევს მიუკერძოებელ და პროფესიონალურ რჩევებს.

ჭკვიანი დირექტორები თუ მენეჯერები ყოველთვის ფიქრობენ ფინანსების სწორად დაბანდებაზე, შემოსავლების გაზრდაზე და მეტ მოგებაზე, საწარმოოს პროცესების გაუმჯოსებასა და უფრო მეტი კლიენტის მოზიდვაზე. ისინი საკმაოდ დაკავებული ადამიანები არიან და ყოველდღიურად წყვეტენ ძალიან ბევრ სხვადასხვა პრობლემას, რომელიც მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.

წარმატებულ მენეჯერებს  როგორც წესი დრო არ ჰყოფნით ყველაფრის მარტო გასაკეთებლად. ამასთან მათ აქვთ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი. სწორედ ამიტომ თანამედროვე, წარმატებული მენეჯერები იყენებენ პირად მრჩევლებს იმისათვის, რომ გაიზარდონ თავიანთი საქმიანობის ეფექტიანობა და კომპანიის მომგებიანობა

ჩვენ გთავაზოთ

ჩვენი ექსპერტები გთავაზობთ განსაკუთრებულ ფინანსურ პროდუქტს,  ფინანსური მრჩევლის კონსულტაციას. პირადი ბიზნეს მრჩევლის ფუნქციებში შედის დირექტორისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა კომპანიის მომგებიანობის გასაზრდელად. პირადი ბიზნეს მრჩეველი არის თქვენი ერთგვარი ჭკვიანი პარტნიორი, რადგან შეთანხმება კლიენტ კომპანიასთან გრძელვადიანია, ანაზღაურების სისტემა კი დამოკიდებულია კომპანიის შედეგებზე.

 

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე