ამბობენ, რომ წარმატებული ბიზნესმენის ფსიქიკა განსხვავებულადაა მოწყობილი და ასე, რომ არ იყოს ისიც სხვების ფონზე ჩაიკარგებოდა და წარმატებას ვერასოდეს მიაღწევდაო.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიის ნებისმიერი განშტოება მაინც ფსიქოლოგიას განეკუთვნება და საერთოდ ზოგადფსიქოლოგიური კანონები ბიზნესფსიქოლოგიაშიც ზუსტად იგივენაირად მოქმედებს. თუმცა ამასთან ბიზნესმენის ფსიქოლოგიას გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს. რაღაც გაგებით ბიზნესმენი ყველა ადამიანშია, უბრალოდ ბიზნესმენი ბედავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და იდეების რეალიზაციას. ადამიანი, რომელიც ბიზნეს ეწევა და ახდენს საქმის ორგანიზებას, ხშირად სხვადასხვა პრობლემებს აწყდება, ამ შემთხვევაში მისგან მოითხოვება გარკვეული  თვისებები, შესაბამისად მის ფსიქიკასაც სხვა მოთხოვნები წარედგინება. ეს ნაწილობრივ თანდაყოლილი, ნაწილობრივ კი შეძენილი ფსიქოლოგიური უნარებია.

პრობლემა

მუდმივი და ხშირად არცთუ კორექტული, მკაცრი კონკურენციის პირობებში საჭირო ხდება მუდმივად ფიქრი გამოსავალზე, სარგებელზე და საკუთარ ინტერესებზე. იმისათვის, რომ თანამედროვე ბიზნესში იყო წარმატებული გჭირდება განვითარება, რაშიც აუცილებელი ხდება ქოუჩის და მენტორის დახმარება. ხოლო ვინაიდან ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან მრავალი გარდაუვლად დგება მათ შორის სამყაროში შეზღუდული რაოდენობით არსებული მატერიალური დოვლათის განაწილება–გადანაწილების საკითხი. აი აქ კი ადგება ბიზნესმენს მისი ფსიქოლოგიური უნარები.

არიან ბიზნესმენები, რომლებმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, მთელი ცხოვრებაა მარტო მუშაობენ და სხვაგვარად არ შეუძლიათ, მაგრამ ისინი გარკვეული ზღვარის ზემოთ ვეღარასოდეს ავლენ. განვითარება, რომ გააგრძელო და ახალი “მწვერვალები” დაიპყრო აუცილებელია გარკვეული თვისებების ჩამოყალბება. რა თვისებებზეა საუბარი? ბიზნესის, მარკეტინგის, ფინანსების ფსიქოლოგიის ცოდნა, გუნდური მუშაობის უნარი, საკომუნიკაციო თვისებები და ა.შ.