გაყიდვების მენეჯმენტი

ყველამ ვიცით რამდენად მინიშვნელოვანია კომპანიისათვის მისი პროდუქციის გაყიდვების სწორად ორგანიზება, ამაზეა დამოკიდებული კომპანიის მოგება და საბოლოოდ მომავალი.

ძირითადი პრობლემები, რომლებიც გაყიდვების დროს წარმოიქმნება:

  • თანამშრომლებმა არ იციან, როგორ გაყიდონ კომპანიის პროდუქტი
  • გაყიდვების რაოდენობა არ შესაბამება გეგმებს
  • კომპანიები ვერ პოულობენ მაღალი დონის გაყიდვების პროფესიონალებს
  • გაყიდვების წარმომადგენლებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა, როგორ მართონ კლიენტთან ურთიერთობის პროცესი
  • ახალი თანამშრომლის მომზადება დიდი დროსთან და რესურსებთან არის დაკავშირებული
  • გაყიდვების პროცესი კარგად მიმდინარეობს, თუმცა ამავდროულად არსებობს მეტი შემოსავლების მიღების გამოუყენებელი შესაძლებლობები
  • კონკურენტები აქტიურობენ, იზრდება ბრძოლა ბაზარზე და იკარგება კლიენტურა

აღნიშნული პრობლემები და გამოწვევები მოგვარებადია და ჩვენ უკვე ათეულობით კომპანიას გავუზარდეთ გაყიდვები. სისტემური მიდგომების გარეშე ამ პრობლემების მოგვარება შეუძლებელია.

გაყიდვების გაზრდა გათვლილი და სწორი მიდგომებით და შესაბამისი პროფესიონალების დახმარებით რამდენიმე თვეში 30-50%-ით არის შესაძლებელი.

ჩვენ გთავაზობთ

ვქმნით გაყიდვების სისტემას, რომელიც ჩვენი პროექტის დასრულების შემდეგაც აგრძელებს მუშაობას და ყოველთვიურად დებს გაუმჯობესებულ შედეგებს.

ვატარებთ ტრენინგებს, რომელიც უზრუნველყოფს ახალი კადრის მომზადებას 5-15 დღეში ისე, რომ მათ შეძლონ მაღალი შედეგების მიღება.

ჩვენ ვქმნით გაყიდვების სცენარებს მორგებულს თქვენს კომპანიაზე, რომელიც არის კლიენტებთან ურთიერთობისა და გაყიდვების საუკეთესო მოდელი. სცენარების შემუშავება ხდება ყველა შესაძლო სიტუაციისათვის კონკრეტულად. თქვენს თანამშრომლებს ეცოდინებათ პასუხი კლიენტის ყველა წინააღმდეგობაზე და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას თქვენ მიერ განსაზღვრული ქცევის წესებით. თქვენი თანამშრომლები იქნებიან მზად ყველა შესაძლო ვარიანტისთვის კლიენტთან მოლაპარაკების პროცესში და ეცოდინებათ ყველა სიტუაციაში სად უნდა წაიყვანონ აღნიშნული მოლაპარაკება სასურველი შედეგების მისაღებად.

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე