დროის მენეჯმენტი

საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდშიც კი პოპულარული იყო გამოთქმა „დრო – ფულია“. ახლა კი წარმოიდგინეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს დროს უკვე თანამედროვე ბიზნესში. ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესურსია, მისი სწორი გამოყენება ყველა წარმატებული მენეჯერისთვის ნამდვილი თავსატეხია.

დროის მენეჯმენტი გულისხმობს კომპანიის მენეჯერებისათვის და რიგითი თანამშრომლებისათვის დროის მართვის სისტემის და უნარ-ჩვევების შემუშავებას, რომლის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია თვეში დამატებით 20-40 საათის გამონთავისუფლება. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა დროა ბიზნესით დაკავებული ადამიანისათვის. ყველაფერი ეს მიიღწევა არაეფექტურად დახარჯული დროის სწორი მართვით და  შესაბამისად შრომის პროდუქტიულობის გაზრდით.

დროის მენეჯმენტი სერვისი მოიცავს:

  • პრობლემების ანალიზს, თუ რატომ ვერ ვმართავთ დროს ეფექტურად
  • დროის მართვის ეფექტური მოდელების შემუშავებას
  • სამუშაო დღის ეფექტურ დაგეგმვას და შესრულებას
  • პერსონალის სამუშაო დღის მართვას და პრიორიტეტების განსაზღვრას
  • სუსტი წერტილების განსაზღვრა და გაუმჯობესების გზების დაგეგმვა
  • მუდმივ ამოცანებზე დახარჯული დროის შემცირებას
  • სამუშაო მიზნების დასახვა და მიჭწევის ვადების მართვა
  • პერსონალური ეფექტურობის გაზრდის რეკომენდაციები

ჩვენ გთავაზობთ

ჩვენი ექსპერტების დახმარებით თქვენ მიიღებთ ბიზნესის პრაქტიკაში აპრობირებულ რჩევებს და შემუშავებულ სისტემას დროის მართვის ეფექტურობის ასამაღლებლად. ამასთან თქვენ გაეცნობით კონკრეტულ რეკომენდაციებს დროის მართვის უნარ-ჩვევების პრაქტიკაში ეფექტურ დანერგვასთან დაკავშირებით.

დროის მენეჯმენტის სისტემის დანერგვის შედეგად ჩვენი კლიენტების თანამშრომლები ცვლიან მიდგომებს, აუმჯობესებენ ეფექტურობას და მიღებულ შედეგებს, რაც საბოლოო ჯამში, კომპანიის წარმატებას და მომგებიანობის ზრდას უზრუნველყოფს.

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე