კომპანიის სტრატეგიის შემუშავება

კომპანიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოყალიბებული იყოს ის მიზნები, რისი მიღწევაც სურს მომავალში და სად უყურებს თავის ადგილს ერთი, ორი ან ხუთი წლის შემდეგ. ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს მომავლის ხედვა.

სამომავლო გეგმების განსაზღვრა და ამ ამიზნების მიღწევის სტრატეგიის დაგეგმვა ძალიან რთული პროცესია, თუმცა ეს ნომერ პირველი ამოცანაა კომპანიის ხელმძღვანელობისათვის ბიზნესის განვითრების გზაზე.

 

კომპანიის სტრატეგიის შემუშავება შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

მიზნების განსაზღვრა, რომლებიც უნდა იქნეს მიღწეული. მნიშვნელოვანია, რომ მიზნები იყოს მიღწევადი და რეალური. ასევე მიზნები თანხვედრაში უნდა იყოს კომპანიის და მომხმარებლის საჭიროებებთან.

სტრატეგიის ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ მიზნების მიღწევა. გულისხმობს კომპანიის დასახული გზისაკენ მიზანმიმართულ მოძრაობას, რომელიც შესაძლოა, თავის მხრივ, დაყოფილი იყოს ეტაპებად. უნდა შედგეს მომავლის სტრატეგიაზე მორგებული კომპანიის ბიუჯეტი.

სამოქმედო გეგმა, რისი საშუალებითაც ხდება შესაბამისი მიზნების მიღწევა. საჭიროა მოხდეს გაანალიზება რა რესურსები გააჩნია კომპანიას, ასევე რა რესურსები უნდა იქნეს მობილიზებული მომავალში. აგრეთვე იმის განსაზღვრა, თუ რომელმა დეპარტამენტმა ან თანამშრომელმა რა ამოცანები უნდა შეასრულოს და რა შედეგებზე უნდა იყოს პასუხისმგებელი.

ყველა ამ კომპონენტს კი აერთიანებს სტრატეგიული მენეჯმენტი.

 

ჩვენ გთავაზობთ

ჩვენი ექსპერტები გეხმარებიან ყოველივე ზემოთაღნიშნულის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და განხორციელებაში, შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაში, რა დროსაც თქვენ გექნებათ კარგად განსაზღვრული მიზნები, ჩამოყალიბებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც მოგცემთ ნებისმიერი ამოცანის განხორციელების შესაძლებლობას.

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე