როგორ დაანებო თავი მეწვრილმანეობას და დაიწყო სერიოზული ბიზნესი

დღეს ჩვენ მოკლედ მოგიყვებით შენი ცხოვრების სტრატეგიის დაგეგმვაზე, ასევე ჩამოგითვლით იმ მთავარ შეცდომებს, რაც მიზნის მიღწევაში გიშლის ხელს.

დავიწყოთ იმის გაცნობიერებიდან, რომ ბიზნესი ეს მიზანი არ არის. ბიზნესი ეს — შენი მიზნების მიღწევის და გეგმების განხორციელების ინსტრუმენტია. მაგრამ იმისათვის, რომ გაიგო როგორ გამოიყენო ის, როგორც ინსტრუმენტი, ჯერ უნდა გაიგო თავად რა გინდა და რა მიზნები გაქვს.

შეჩერდი ერთი წამით

დაივიწყე პრობლემები. დაივიწყე სამსახური, უფროსი, გამოცხადებული ვაკანსიები, გადასახადები, კონკურენტები, გათვლები და გეგმებიც კი.

უბრალოდ იფიქრე იმაზე, რას გინდა მიაღწიო? რა შინაგანი მიზნები გამოძრავებს?

პირველი პრობლემა ისაა, რომ ადამიანების უმრავლესობას მიზნებად და მთავარ ფასეულობებათ დასახული აქვთ არა ის რაც მათთვის ახლოსაა, არამედ ის რაც გარედანაა თავსმოხვეული და ხშირად საერთოდ არაფერში სჭირდებათ. “შენ უნდა გინდოდეს ეს, უყურებდე ცხოვრებას ასე, იქცეოდე ისე, რადგან ეს მიღებულია”.

გარედან მოხვეული ფასეულობები — ეს გლობალური საგნებია, რომლებიც შენი მიზანი არ არის, რამდენადაც მათ ვერასოდეს მიაღწევ. ნამდვილი ფასეულობები — ეს იდეებია, რომლებსაც შენ ატარებ.

ჩაწერე ისინი ფურცელზე.

შენ გაქვს რაღაც პრინციპები, რაც გეხმარება გააკეთო არჩევანი რთულ სიტუაციებში. განსაზღვრავს რას აკეთებ და რას არა. ხედვა, რითაც შენ ხელმძღვანელობ.

ახლა კი ცალკე ფურცელზე ჩამოწერე 2 სახის მიზნები. გრძელვადიანი მიზნები, როგორც შუქურა, ორიენტირი, რომელიც მიმართულებას გაძლევს საით იმოძრავო. უზრუნველყოფს რა წლიდან წლამდე, ეტაპიდან ეტაპამდე შენს მოძრაობას მიზნისაკენ.

საშუალო ვადიანი მიზნები. აქ კონკრეტიკაა საჭირო. ლოკალური და ზუსტად განსაზღვრული მიზნები. მიზნები, რომლებიც გეხმარებიან მიაღწიო გრძელვადიან მიზნებს.

უკვე ამ გეგმაზე დაყრდნობით, შენ შეგიძლია შეადგინო ტაქტიკური გეგმა. გათვალო ნაბიჯები ნახევარი ან ერთი წლით წინ. ხოლო რთული სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში — შენ შეგიძლია აიღო პრინციპების ფურცელი და მისით იხელმძღვანელო.

რაც შეეხება შეცდომებს

რადგან ბიზნესი ინსტრუმენტია, დროა ვისაუბროთ ბიზნესის დაწყებისას არსებულ ძირითად პრობლემებზე. პრობლემები კი ძირითადად შენს ცნობიერებასა და სიტუაციის გაგებაშია.

შეცდომა 1

როდესაც ვამბობთ «მოიგონეთ იდეა ბიზნესისათვის», ბევრი მართლაც გამოგონებას იწყებს. იმის მაგივრად, რომ გახსნან მარტივი და საჭირო საქმე, რომელზეც სტაბილური მოთხოვნა იქნება, იწყებენ რაღაც გაუთვლელი სტარტაპის აწყობას.

წარმოიდგინეთ 2 პარაშუტი. ერთი შეკერილია გამოცდილი ტექნოლოგიით, ხოლო მეორე ტექნოლოგიით, რომელიც ერთი კვირის წინ გამოიგონეს რომელიღაც ლაბორატორიაში. რომელს აირჩევთ?

ამიტომ აუცილებელია, სწორი გათვლების გაკეთება, რათა მოხდეს ადეკვატური და პრაქტიკული ნიშის შერჩევა და დაკავება ბაზარზე.

შეცდომა 2

ზედმეტი თეორიის კითხვა

ბევრი იწყებს ათეულობით წიგნის კითხვას, კურსებზე დასწრებას, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას. შედეგად «აქვთ ყველანაირი ცოდნა ბიზნესის შესახებ», გარფა ბიზნესისა. შეკითხვა – რამდენი წიგნის წაკითხვაა საჭირო იმისათვის, რომ პორშე იყიდო?

ზედმეტი თეორია ზედმეტი დროის და ენერგიის ხარჯვაა. ყველაფერს სჯობს პრაქტიკით დაიწყო, შესაძლოა თავიდანვე სწრაფ ტემპში ვერ განვითარდე, თუმცა ცოტცოტაობით და წვალებით აუცილებლად მიხვალ შედეგამდე. ხოლო თუ გაქვს შესაძლებლობა, უმჯობესია ბიზნესის დაწყებისას გვერდში საქმის მცოდნე პროფესიონალები დაიყენო.

შეცდომა 3

ჭაობში ჩაფლობა

გახსოვდეს, შენ — შენი გარემოცვის საშუალო არითმეტიკული ხარ. შენი შემოსავალიც — შენი გარემოცვის შემოსავლის საშუალო არითმეტიკულია. გარემოცვის ზრდის გარეშე შენი ზრდაც შეუძლებელია.

ამიტომ კარგად შეაფასე გარემო ირგვლივ, მომხმარებლები, თანამშრომლები, პარტნიორები, საკანონმდებლო ბაზა, ეკონომიკის დონე და ზოგადად სახელმწიფო. გათვალე მისი ზრდის პოტენციალი, რათა შენც მათთან ერთად გაიზარდო.

შეცდომა 4

მოთმინების არ ქონა

ბიზნესის პოტენციალის სრულად ამოქმედებას და “დაქოქვას” შესაძლოა დრო დასჭირდეს. იმაზე მეტი ვიდრე შენ დაგეგმე. ხარ მზად მენტალურად და ფინანსურად ითმინო?

სტარტაპების მთავარი შეცდომა ის არის, რომ ისინი არ აკეთებენ გათვლას იმ შემთხვევისთვის თუ საქმე დროში “გაიწელება”. საქმე იმაშია, რომ საწყის ეტაპზე მუდმივი ხარჯები შესაძლოა ნამდვილ პრობლემად იქცეს, თუნდაც პირველადი გათვლებით ასატანი ჩანდეს. ვინაიდან საქმის დროში “გაწელვის” შემთხვევაში ნებისმიერი მუდმივი ხარჯი აუტანელი ხდება, ხოლო ბიზნესი ემსგავსება უსახელურო ჩემოდანს, რომლის თრევაც სულ უფრო ძნელია, ხოლო გადაგდება გენანება.

სტარტაპების უმრავლესობის წარუმატებლობის მიზეზი სწორედ გარკვეული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუდმივი ხარჯების მძიმე ტვირთად დაწოლაა.

დაგვიკავშირდით

ნებისმიერ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე