ბიზნეს გეგმის შედგენა

კომპანიის წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი კარგად შემუშავებული და გაწერილი ბიზნეს გეგმაა

ბიზნეს გეგმა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ეხმარება ორგანიზაციას მიზნების დასახვის, შეფასების და მათი მიღწევის გზების განსაზღვრაში. ყოველი ორგანიზაცია, სანამ რაიმე საქმიანობას დაიწყებს და მიზნებს დაისახავს, ვალდებულია შექმნას გარკვეული დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრავს მიზნის მიღწევის სამოქმედო გეგმას, ამისათვის საჭირო რესურსებს და მოსალოდნელ დანახარჯებს, შესაძლო გართულებებს და რისკებს, მათი თავიდან აცილების გზებს, გადაწყვეტილების ალტერნატიულ ვარიანტებს, საქმიანობის სავარაუდო შედეგებს. რითაც ის წინაწარ განსაზღვრავს უღირს თუ არა ან რამდენად უღირს ახალი წამოწყება, მომზადებული ხვდება შესაძლო არასასურველ და გაუთვალისწინებელ გამოწვევებს.

ბიზნეს გეგმა შეიძლება გამიზნული იყოს შიდა და გარე მოხმარებისათვის. გარე ბიზნეს გეგმის მომხმარებლები შესაძლოა იყვნენ ინვესტორები, კრედიტორები, მომწოდებლები, მომხმარებლები, სახელმწიფო და გარე დაინტერესებული ნებისმიერი პირი. შიდა ბიზნეს გეგმის მომხმარებლები არიან ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, აქციონერები, თანამშრომლები და სხვა. ყველა შემთხვევაში ბიზნეს გეგმის მომხმარებელს აინტერესებს კომპანიის მომავალი მიზნები და განვითარების სტრატეგია.

ხშირ შემთხვევებში ქართულ კომპანიებს არ აქვთ გაწერილი შესაბამისი ბიზნეს გეგმები, რაც ნიშნავს, რომ არ აქვთ განვითარების გარკვეული სურათი და მიზნები, ეს რა თქმა უნდა, ართულებს ან შეუძლებელს ხდის ამ მიზნების მიღწევას. ხშირად პრობლემაა ისიც, რომ კომპანიები ცდილობენ სწრაფად და მოუმზადებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და მალევე გაუშვან ახალი ბიზნესი, რაც დიდი შეცდომაა, რადგან გახსოვდეთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში მეტი დრო იხარჯება დაგეგმარებაზე, ვიდრე იმპლემენტაციასა და კომპანიის განვითარებაზე.

გახსოვდეთ, ბიზნეს გეგმის არ არსებობა ან არასწორად შედგენა უამრავ პრობლემას იწვევს, რაც შემოსავლების დაკარგვაში და მიზნების მიუღწევლობაში აისახება.

რა უნდა გაკეთდეს ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად?

პირველ რიგში, საჭიროა მაღალი დონის ბიზნეს გეგმის შექმნა, რომელშიც მომავლის კონკრეტული სურათი იქნება ასახული. ამის შემდეგ კომპანია მიზანმიმართულად დაიწყებს სასურველი შედეგების მისაღებად მუშაობას, რომელიც სამოქმედო გეგმით იქნება გათვალისწინებული.

 ჩვენ გთავაზობთ

ჩვენი ექსპერტები გეხმარებიან სწორი ბიზნეს გეგმების შემუშავებაში, რაც კომპანიიის გრძელვადიანი განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა. ამასთან, ბიზნეს გეგმის შემუშავების პროცესში აუცილებელად ჩართულია და მიმდინარე სამუშაოების საქმის კურსშია კომპანიის ხელმძღვანელობა, რაც შედეგს კომპანიის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულს ხდის.

შედეგად ჩვენი კლიენტები იღებენ საჭირო კონსულტაციებს ეფექტური ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბებაში და აღწევენ დასახულ მიზნებს. სწორად და გააზრებულად შედგენილი ბიზნეს გეგმა, საბოლოო ჯამში საშუალებას აძლევს კომპანიას და მის თანამშრომლებს დაისახონ სწორი მიზნები და შესაბამისად იმოქმედონ დასახული გეგმების განსახორციელებლად.

 

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე