მოლაპარაკებები

ნებისმიერი კომპანიის მენეჯმენტს უწევს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა, რაზეც დამოკიდებულია კომპანიის მომავალი წარმატება. მოლაპარაკებების მაგიდაზე ბევრი რამ დამოკიდებულია მომლაპარაკებელზე და იმაზე თუ რამდენად მზადაა ის არგუმენტირებულად, დასაბუთებულდ და ლოგიკურად დაიცვას კომპანიის პოზიცია, უზრუნველყოს რა ყველა შესაძლო ვარიანტიდან მოლაპარაკების საუკეთესო შედეგით დასრულება.

ხშირად მოლაპარაკებებში გამოუცდელი მენეჯმენტისათვის რთულია ამ ყველაფერთან მარტო გამკლავება. განსაკუთრებით რთულდება ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც თქვენი მოწინააღმდეგე ან ძალიან ძლიერია, ან გარკვეული უპირატესი სასტარტო პოზიციიდან აწარმოებს დიალოგს.

მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და მაქსიმალური შედეგის მიღწევა მომლაპარაკებლის მხრიდან განსაკუთრებულ უნარებს და კონცენტრაციას მოითხოვს. მომლაპარაკებელს უნდა შეეძლოს ლოგიკური, არგუმენტირებული მსჯელობა, უნდა ჰქონდეს აზრების ნათლად გადმოცემის და განმარტების უნარი, ასევე მეორე მხარეში უნდა იწვევდეს ნდობას, ჰქონდეს ფსიქოლოგიური მომზადება და შეეძლოს ტყუილის და სიმართლის დიდი ალბათობით გარჩევა.

ჩვენ გთავაზობთ

ჩვენს კონსალტინგურ კომპანიას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს მოლაპარაკებების წარმართვის კუთხით. ჩვენი ექსპერტებისათვის მოლაპარაკებების წარმოება გაცილებით მარტივია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა მიმართულებების პროფესიონალები, რომლებიც ერთად საკმაოდ ძლიერ ძალას წარმოადგენენ.

ჩვენი ექსპერტებს კონკრეტული მოლაპარაკებების წარმოების დროს, შეუძლიათ სხვადასხვა კუთხით განიხილონ სიტუაცია და სხვადასხვა საჭირო მიმართულება მისცენ მოლაპარაკების პროცესს. ამისათვის ჩვენი ექსპერტი ემზადება წინასწარ და აკეთებს მოლაპარაკებების გარკვეულ სტრატეგიას, სწავლობს მეორე მხარეს, მის სუსტ და ძლიერ მხარეებს, ბიზნეს ისტორიას, ფსიქოლოგიას, განსაზღვრავს მეორე მხრიდან შესაძლო დათმობის საზღვრებს და მხოლოდ ამის შემდეგ ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან.

მოლაპარაკებების ჩვენი კლიენტის სასარგებლოდ დასრულების პროცესი ჩვეთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან სწორედ ჩვენი კლიენტების წარმატება განსაზღვრავს ჩვენს რეპუტაციას.

 

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე