წარმომადგენლობა

ბიზნესში ხშირად დგება მომენტი, როდესაც კომპანიას სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო (არამარტო სასამართლო, საგადასახადო, საბაჟო და ა.შ.) ინსტანციებში თუ სიტუაციებში სჭირდება წარმომადგენლის მეშვეობით საკუთარი პოზიციის წარმოდგენა, განმარტება თუ დაცვა. განსაკუთრებით რთულდება ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც თქვენ არ ხართ ჩახედული და გარკვეული წარმოსადგენი ინსტანციის საქმიანობის პროცესში და კულუარებში. ამასთან კატასტროფულად არა გაქვთ დრო.

ჩვენ გთავაზობთ

ჩვენთვის წარმომადგენლობა გაცილებით მარტივია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა მიმართულებების პროფესიონალებით,გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ექსპერტებითა და სპეციალისტებით, რომლებსაც რომელთაც ზურგს უმაგრებთ მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, აუდიტის, ანალიტიკური დასკვნების, საბუღალტრო და იურიდიული მომსახურების სფეროში.

ჩვენს კონსალტინგურ კომპანიას სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.  ჩვენ არ ვუდგებით საქმეს გულგრილად, არამედ ბოლომდე ვიცავთ ჩვენი კლიენტების პოზიციას და მიგვყავს საქმე ბოლომდე. ამისათვის ჩვენი ექსპერტი ემზადება წინასწარ და აკეთებს გარკვეულ მონახაზს, სწავლობს დოკუმენტაციას და ზოგადად სიტუაციას, და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოადგენს კლიენტს.

ჩვენი კლიენტების მაქსიმალურად და საფუძვლიანად წარმომადგენლობის პროცესი ჩვეთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან სწორედ ჩვენი კლიენტების წარმატება განსაზღვრავს ჩვენს რეპუტაციას.

 

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე