საგადასახადო კოდექსის სრული კურსი

“ორ რამეა, რასაც ადამიანი ვერ აიცილებს – სიკვდილი და გადასახადები”

ბენჟამენ ფრანკლინი

საგადასახადო კოდექსის სრული კურსი (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი) 

 

საგანმანათლებლო დაწესებულება „პრაიმ აკადემია“ გიწვევთ საგადასახადო კოდექსის სრულ კურსზე. ტრეინინგს უძღვება „პრაიმ აკადემიის“ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საგადასახადო კანონმდებლობის ლექტორი და ბიზნეს ტრენერი, ფინანსისტი და აუდიტორი – ამირან კილაძე.

სასწავლო კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი ბუღალტრების, აუდიტორების, მენეჯერების, ფინანსისტებისა და იურისტებისათვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურთ სრულყოფილად იცოდნენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

კურსის მიზანია მსმენელებმა სრულყოფილად შეისწავლონ და გაიღრმავნონ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რათა ერთის მხრივ თავიდან აიცილონ საგადასახადო რისკები, ხოლო მეორეს მხრივ მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილებები დაბრეგვრის საკითხებთან დაკავშირებით.

☑️ სემინარის ფორმატი იქნება ინტერაქტიური, რაც ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმს, რა დროსაც მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ კონკრეტულად მათ ორგანიზაციებში არსებული პრობლემატიკიდან გამომდინარე დასვან კითხვები და მიიღონ კონსულტაციები.

სასწავლო კურსის თემატიკა მოიცავს:

☑️ მოქმედი საგადასახადო კოდექსის ზოგადი დებულებები, ასევე საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მთავრობის დადგენილებები, ბრძანებები, ინსტრუქციები, ე.წ. მანუალები).

☑️ საგადასახადო კანონმდებლობა, ვადების დათვლის წესი, ხანდაზმულობის ვადები, ტერმინთა განმარტება, ეკონომიკურის საქმიანობა, დაქირავებით მუშაობა, საქონელი/მომსახურება, საბაზრო ფასი და ურთიერთდამოკიდებული პირები
☑️ გადასახადის გადამხდელი, საწარმო, ორგანიზაცია, მეწარმე ფიზიკური პირი საქველოქმედო და რელიგიური საქმიანობა, მუდმივი დაწესებულება, საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმები (თიზ-ი, სპეციალური საწარმო, საერთაშორისო საწარმო, ტურისტული საწარმო, სპეციალური სავაჭრო კომპანია და სხვა), რეზიდენტობის განსაზღვრა, როდის ითვლება გადამხდელთან გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარებულად
☑️ გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა, საჯარო გადაწყვეტილება, წინასწარი გადაწყვეტილება
☑️ გადასახადის გადახდის ვადა,ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება, საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა

☑️ ერთობლივი შემოსავალი
☑️ საშემოსავლო გადასახადი
☑️ სპეციალური იდაბეგვრის რეჟიმები

☑️ მოგების გადასახადი
☑️ დამატებული ღირებულების გადასახადი
☑️ აქციზი
☑️ იმპორტის გადასახადი
☑️ ქონების გადასახადის დეტალური მიმოხილვა და გადასახადის დეკლარირება
☑️ საგადასახადო კონტროლი
☑️ საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა, საგადასახადო დავა და შეთანხმება
☑️ გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996, სხვა ბრძანებებისა, დადგენილებების და მნიშვნელოვანი  მეთოდური მითითებების (მანუალების) განხილვას. გარჩეული იქნება კოდექსის ნორმების პრაქტიკული მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული კონკრეტული ქეისები და სხვადასხვა სახის პრაქტიკული ამოცანები.

ტრენინგს გაუძღვება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საგადასახადო კანონმდებლობის ლექტორი და ბიზნეს ტრენერი, ფინანსისტი და აუდიტორი


ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
10 05/03/2020 – 31/03/2020 24 საათი სამშაბათი და ხუთშაბათი 19:00 – 21:30 სთ

თანხის გადახდა წარმოებს წინასწარ რეგისტრაციის გავლისას ⭕

✅კურსის ღირებულება: 350 ლარი

☑️ თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად: დამადასტურებელი მეილის მიღებისთანავე – ღირებულების 50%-ის ოდენობით ხოლო სწავლების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში – ღირებულების 50%-ის ოდენობით.

დაგვიკავშირდით

ნებისმიერ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე