ამირან კილაძეFounder & CEO
სამუშაო გამოცდილება
- აუდიტი
- ფინანსები
- იურისპრუდენცია
- პოლიტოლოგია
- ლექციების წაკითხვა
განათლება
- იურისტი, ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ეკონომისტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბაფი
მრავალწლიანი გამოცდილება აუდიტის, მენეჯმენტის, ფინანსების ანალიზის, ბიზნეს დაგეგმვის, სტრატეგიული მმართველობის, ანალიტიკური დასკვნების მომზადების და იურისპრუდენციის სფეროში, აქცევს მას ჩვენი გუნდის ფასეულ წევრად. სიღრმისეული ცოდნის და ანალიტიკური უნარების წყალობით ყოველთვის პოულობს სწრაფ და საუკეთესო გამოსავალს.
მრავალმხრივი განათლება და პროფესიული უნარ-ჩვევები, როგორიცაა საგადასახადო კანონმდებლობა, ბიზნეს ფსიქოლოგია, ფინანსების და ბიზნესის მართვა, აქცევს მას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტრენერად და ბიზნეს კონსულტანტად.
Prime Consulting გამოირჩევა რეზულტატებით, რომლებიც ყოველთვის ხელშესახებია. ეს წარმოადგენს მის ძლიერ მხარეს სხვებთან შედარებით.
კარიერის დასაწყისში ამირანი მუშაობდა მოსკოვში სამშენებლო კომპანიის ფინანსისტად, შემდეგ საქმიანობა გააგრძელა აუდიტორულ კომპანიაში, სადაც მის მოვალეობებში შედიოდა ფინანსური და საგადასახადო რისკების განსაზღვრა. ხოლო უკვე შემდგომ პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტში. 2012 წელს ის ხდება აუდიტორული კომპანია “პრაიმ აუდიტის” და საკონსულტაციო ჯგუფის “პრაიმ კონსალტინგის” თანადამფუძნებელი და დირექტორი, სადაც წარმატებულად მოღვაწეობს დღემდე.
პუბლიკაციები
-
ამირან კილაძე: ბიზნესს დღეს კვალიფიციური რჩევები სჭირდება
სექტემბერი 2, 2017
contact details
დაგვიკავშირდით
გსურთ პირველი კლასის ფინანსური მრჩევლის უფასო კონსულტაცია