კომპანიას თავისი საქმიანობისას ხშირად სჭირდება სხვადასხვა მიმართულების კადრების აყვანა, ამასთან ორგანიზაციაში სამუშაო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებისათვის საჭირო ხდება კანდიდატის სასწრაფო წესით შერჩევა. ასევე დიდი პრობლემაა იმ სასურველი კადრის არჩევა, რომელიც კომპანიას გააძლიერებს და მომავალში დიდ სამსახურს გაუწევს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის მიერ განსაზღვრული გასამრჯელო ხშირ შემთხვევაში შეზღუდულია, რაც ასევე ართულებს ამ პროცესს. გამომდინარე აქედან გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს დროულად და სწორად მოხდეს კადრის შეფასება და შერჩევა, რათა დაიზოგოს როგორც ფულადი რესურსები, ასევე რაც მნიშვნელოვანია დრო.
სწორად შერჩეული კადრი კომპანიის წარმატების საწინდარია.
რა ფაქტორები უნდა იქნეს გათვალისწინებული კადრის შერჩევის დროს?
- უნდა მოხდეს საჭირო კვალიფიკაციის თანამშრომლის შერჩევა, ამასთან არ უნდა მოხდეს ზედმეტად მაღალი კვალიფიკაციის კადრის აყვანა.
- უნდა შეძლოთ რამდენიმე კანდიდატს შორის საუკეთესოს არჩევა.
- მოხდეს კანდიდატის პიროვნული თვისებების შეფასება, რამდენად შეძლებს ის კოლექტივთან ადაპტაციას და მუშაობას.
- ჩატარდეს კანდიდატის მრავალმხრივი ანალიზი ფსიქოლოგიის და მოტივაციის კუთხით.
- განისაზღვროს რამდენად შესწევს კანდიდატს სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
- გაკეთდეს შეფასება რამდენად საიმედო და სტაბილური დასაყრდენი იქნება შერჩეული კადრი ორგანიზაციისათვის.
ჩვენ გთავაზობთ
ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან მოიძიოთ სასურველი კადრები დროის მცირე პერიოდში, ამისათვის თქვენ გვაწვდით ინფორმაციას ადამიანის მოვალეობებზე, კრიტერიუმებზე, რომლითაც გსურთ მისი სამსახურში აყვანა, შემდეგ ჩვენი ექსპერტების მიერ ხორციელდება მთლიანად კომპანიის და კომპანიაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციის სპეციფიკის შესწავლა, რის საფუძველზეც მოხდება კომპეტენციაზე აგებული გასაუბრების მეთოდიკის შემუშავება, კანდიდატისადმი მოთხოვნების გაწერა, შერჩევის პროცესის წარმართვა და საბოლო ჯამში კომპანიისათვის სასურველი კადრის აყვანა.