ანალიტიკური დასკვნების პოტენციური მომხმარებლების რიცხვი ფაქტიურად შეუზღუდავია, რადგან ის ნებისმიერ პრობლემატურ სიტუაციაში გამოიყენება, და ასევე ნებისმიერი დაწესებულება შესაძლოა დადგეს მისი გამოყენების საჭიროების წინაშე.

ანალიტიკური რეპორტინგის პოტენციური მომხმარებლებს განეკუთვნებიან, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ესენია კერძო ფირმები, სააქციო საზოგადოებები, თუ სხვა სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობის არეალი ძალიან ფართოა და მოიცავს რა წარმოებას, ვაჭრობას, მომსახურების სხვადასხვა ფორმებს, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოები თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ). ამასთან ბოლო პერიოდში შეინიშნება ტენდენცია, როდესაც ანალიტიკური დასკვნების დაკვეთით ინტერესდებიან კეძო პირები, ხოლო დასკვნების დანიშნულება ძალზედ მრავაფეროვანია.

ყოველივე ეს პირველ რიგში გამოწვეულია ანალიტიკური დასკვნების ბუნებით და იმ შედეგებით რასაც ისინი უზრუნველყოფენ. ანალიტიკური რეპორტინგი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ სიტუაციებში, როდესაც პრობლემის მოგვარების წინარე მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

ანალიტიკური დასკვნების გამოყენების სფერო და შინაარსი მრავაფეროვანია. ამასთან კერძო კომპანიების მიზანი ხშირ შემთხვევაში შემოსავლის ზრდის, გასაღების ბაზრის გაფართოების და ეკონომიკურად განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა, კვლევა, ანალიზია და გამოსავლის გზების ძიებაა, რაც შესაძლოა მოიცავდეს ფინანსურ, იურიდიულ, მმართველობით, მარკეტინგულ, PR, ტექნოლოგიურ და სხვა მიმართულებებს. სახელმწიფო ორგანოების შემთხვევაში დასკვნები ძირითადად ეხება ქვეყნის სხვადასხვა სტრატეგიული განვითარების საკითხებს (ეკონომიკური, საკანონმდებლო, კონფლიქტები, საგარეო ურთიერთობები, სხვადასხვა სფეროში პროგნოზები და ა.შ.), თუმცა შეიძლება მოიცავდეს ასევე მმართველობით და ფინანსურ მიმართულებებსაც, როგორცაა საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) და ცალკეული ფონდების შემთხვევებში. კერძო პირების შემთხვევაში რეპორტი უკვე განსხვავებულ სახეს იღებს, აქ შეიძლება შევხვდეთ საკითხებს დაწყებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური წრიდან და  დამთავრებული პირადი ინტერესის სფეროდან.

ანალიტიკური დასკვნა გამიზნულია ორგანიზაციის წინაშე მდგარი ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისათვის. ის რეპორტინგის სპეციფიკური და ყველაზე რთული სახეობაა. მოითხოვს რა შემქმნელისაგან განსაკუთრებულ უნარებს, როგორიცაა საქმის ცოდნა, ყოველმხრივი ანალიზის უნარი და საშუალოზე ბევრად მაღალი IQ. ანალიტიკური დასკვნა ერთდროულად საინფორმაციო ანგარიში, კვლევა და შეფასებაა მიმართული გამოსავლის ძიებისაკენ.

მიუხედავად ანალიტიკური ანგარიშების მრავალფეროვნებისა და იმისა, თუ ვინაა მისი საბოლოო მომხმარებელი, ყველა ანალიტიკურ დასკვნას ერთი რამ აერთიანებს, ის მიმართულია კლიენტის ნებისმიერი სახის პრობლემის შეწავლისა და გადაჭრისაკენ.

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე