კომპანიის წარმატებული ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად იყოს აღრიცხული და მართული მისი აქტივები და პასივები, რაც გულისხმობს ექსპერტის მიერ მათ ზუსტ აღრიცხვას, შეფასებას, მათი ეფექტურობის, ლიკვიდურობის და ვადების მიხედვით დალაგებას.
აქტივების და ვალების მენეჯმენტი გულისხმობს იმის განსაზღვრას, თუ რომელი აქტივებია ყველაზე მომგებიანი საწარმოსათვის, რომელი არაეფექტური, რომელი საჭიროებს გაყიდვას და რომელი ახლით ან სხვა მახასიათებლების აქტივით ჩანაცვლებას, ასევე რომელი ვალის დაფარვა უნდა მოხდეს პირველ რიგში და რა რესურსების ხარჯზე, რომლის რესტრუქტურიზება ან რომელზე შესაძლებლობის შემთხვევაში უარის თქმა.
ჩვენი ექსპერტები სრულად მოგიწესრიგებენ საწარმოში არსებული აქტივების და პასივების მხრივ მდგომარეობას და განსაზღვრავენ მათი ფორმირების სამომავლო პოლიტიკას.
რაც გულისხმობს შემდეგ სერვისებს?
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების სწორად და ზუსტად აღრიცხვა;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების თვითღირებულების სწორად გაანგარიშებას;
- საწყობის მართვის სისტემის შემუშავება და შექმნა, რომელიც საჭიროა კომპანიაში სასაწყობე ოპერაციების განსახორცილებელად;
- სასაქონლო კოდების მინიჭება – ცალკეული სერიული ან უნიკალური ნომრების დაფიქსირება პროდუქტის ერთ ან სხვადასხვა სახეობაზე, როდესაც მნიშვნელოვანი არის ცალკეული პროდუქტის იდენტიფიცერება;,
- ძირითადი საშუალებების საგარანტიო მომსახურების ვადების დაფიქსირების ან მათი მომავალი ექსპლოატაციის სტრატეგიის განსაზღვრა;
- სააღრიცხვო პროგრამაში შეყვანა კოდების ან/და საინვენტარიზაციო ნომრების მეშვეობით;
- ძირითად საშუალებებზე ცვეთის დარიცხვის პოლიტიკის შემუშავება;
- კომპანიის ვალდებულებების დახარისხება მათი გასტუმრების ვადების და მნიშვნელობის მიხედვით;
- კომპანიის მიერ მომავალში ვალდებულებების აღების გონივრული და გათვლილი პოლიტიკის შემუშავება;
- არსებული ვალების წარმოქმნის საფუძვლების და მიზეზების დადგენა;