იმ გარემოებებში, როდესაც საქართველოში ბიზნესი განიცდის ინტენსიურ განვითარებას და იდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, ცალკეული ბიზნესმენებისათვის დგება ბიზნესის გაყიდვის ან ყიდვის საკითხი, რაც ბიზნესის თანმდევი პროცესია და რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორის: სხვა ბიზნეს სფეროში გადასვლის, არსებული აწყობილი ბიზნესიდან ერთდროული და სწრაფი მოგების მიღების, სხვა ქვეყანაში ბიზნესის გადატანის და ა.შ. სურვილით.

ამ შემთხვევაში ხდება სავაჭრო გარიგებების დადება სხვადასხვა ტიპის ბიზნესთან თუ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ქონებასთან. ეს შეიძლება იყოს როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონება, მიწა, სხვადასხვა ტიპის ბიზნესი და კომპანიის წილები.

თუმცა ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ორივე მხრიდან გარიგების სურვილის მიუხედავად მხარეები გარკვეული უთანხმოების თუ საერთო ენის ვერ გამონახვის გამო ვერ აღწევენ შეთანხმებას, ასევე, როდესაც ერთი ან ორივე მხარე გარიგების დადების შემდეგ აღმოაჩენს, რომ რაღაც ვერ გათვალა და უკეთესი პირობებითაც შეიძლებოდა გარიგების დასრულება.

ჩვენ გთავაზობთ

ყიდვა-გაყიდვის პროცესში ჩვენი ექსპერტები გამოვლენ, როგორც შუამავლები და გარკვეულწილად მომრიგებლები ორ მხარეს შორის, ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ:

  • გარიგება იყოს სამართლიანი
  • გარიგება არ შეიცავდეს ფინანსურ რისკებს
  • გარიგება შედგეს და იყოს წარმატებული

ჩვენი მიზნია, რომ ორივე მხარის ინტერესები იყოს დაცული შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოებისას და გარიგების დადებისას. ამასთან, სურვილის შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ არა მხოლოდ შეთანხმების განხორციელებას, არამედ გარიგების შემდეგ პერიოდში კომპანიის მენეჯმენტში ჩართულობას საჭიროების მიხედვით იმისათვის, რომ ბიზნესმა დაიწყოს მოგების სწრაფად გაზრდა.

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე