“დაწყების საუკეთესო გზა არის შეწყვეტო ლაპარაკი და დაიწყო კეთება.”
უოლტ დისნეი
ბიზნეს კაპიტალის მართვა
საგანმანათლებლო დაწესებულება „პრაიმ აკადემია“ გიწვევთ ბიზნეს კაპიტალის მართვის კურსზე.
კურსის მენტორი: მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ლექტორი და ბიზნეს ტრენერი, ფინანსისტი და აუდიტორი – ამირან კილაძე.
სასწავლო კურსი განკუთვნილია კომპანიის მფლობელებისთვის, დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, აუდიტორების, ფინანსისტებისა და იურისტებისათვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურთ სრულყოფილად იცოდნენ ბიზნეს კაპიტალის მართვა. მათთვის, ვისაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა და აიმაღლონ კვალიფიკაცია ფინანსების მენეჯმენტში, ამასთან მიიღონ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული „პრაიმ აკადემიის“ ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.
კურსის მიზანია მსმენელებმა წარმატებით შეძლონ საკუთარი თუ კომპანიის საბრუნავი კაპიტალის მენეჯმენტი, სრულყოფილად შეისწავლონ ბიზნეს კაპიტალთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო და იურიდიული კანონმდებლობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, რათა ერთის მხრივ მიიღონ მაქსიმალური ეფექტი ბიზნეს კაპიტალიდან, ხოლო მეორეს მხრივ მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილებები კაპიტალის ფინანსური მართვის, დაბეგვრის და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.
☑️ სემინარის ფორმატი იქნება ინტერაქტიური, რაც ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმს, რა დროსაც მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ კონკრეტულად მათ ორგანიზაციებში არსებული პრობლემატიკიდან გამომდინარე დასვან კითხვები და მიიღონ კონსულტაციები.
სასწავლო კურსის თემატიკა მოიცავს:
- ფულადი სახსრების კონვერტაციის (მოძრაობის) სრული ციკლი ბიზნესში;
- ბიზნესის კაპიტალის ეფექტურობის, მომგებიანობის, ლიკვიდურობის, ღირებულების და გადახდისუნარიანობის გამოანგარიშება;
- კაპიტალის ეფექტურობის ამაღლების ანალიზი;
- კაპიტალის სწორად მართვის მნიშვნელოვანი ასპექტები;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანების მართვა;
- ეკონომიკური შეკვეთის რაოდენობის მართვა;
- მარაგების ოპტიმიზაციის ტექნიკები;
- საბრუნავი კაპიტალის ოპტიმიზაცია (ქეისი);
- არაეფექტური საბრუნავი კაპიტალის სიმპტომები;
- ბიზნეს კაპიტალის ბიუჯეტირება;

☑️ საგადასახადო და იურიდიული ასპექტები:
- კაპიტალის მოძრაობის დაბეგვრა – დამატებული ღირებულების გადასახადით;
- კაპიტალის მოძრაობის დაბეგვრა – მოგების გადასახადით;
- როგორ განისაზღვრება შენატანი;
- შენატანის საგანი და სახეები, წესი და ვადა;
- პარტნიორების პასუხისმგებლობა;
- სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული კაპიტალი, წილი, დივიდენდი;
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი;
- წილის განკარგვა;
- წილის სახეები და ახალი წილები, წილის გადაცემ;
- პარტნიორის გარიცხვა და გასვლა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან;
☑️ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996, სხვა ბრძანებებისა, დადგენილებების და მნიშვნელოვანი მეთოდური მითითებების (მანუალების) განხილვას. გარჩეული იქნება კოდექსის ნორმების პრაქტიკული მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული კონკრეტული ქეისები და სხვადასხვა სახის პრაქტიკული ამოცანები.
☑️ გარჩეული იქნება “საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის” კომენტარები და ნორმების პრაქტიკული მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული კონკრეტული ქეისები.

ტრენინგს გაუძღვება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საგადასახადო კანონმდებლობის ლექტორი და ბიზნეს ტრენერი, ფინანსისტი და აუდიტორი
ნაკადი | პერიოდი | ხანგრძლივობა | განრიგი |
---|---|---|---|
11 | 18/12/2023 – 22/12/2023 | 4 შეხვედრა. 2,30 – 3 საათი | 19.30:00 – 22:30 სთ |
თანხის გადახდა წარმოებს წინასწარ რეგისტრაციის გავლისას ⭕
✅ კურსის ღირებულება: 250 ლარი