როგორც მოგეხსენებათ თანამედროვე ბიზნესი რთული და დინამიური ორგანიზმია, აქედან გამომდინერე ბიზნესში ხშირია შემთხვევები, როდესაც პარტნიორები, აქციონერები, ინვესტორები, დამფუძნებლები და დირექტორები, დებიტორები და კრედიტორები, მოდიან ერთმანეთთან სხვადასხვა სახის კონფლიქტში, რომლის მიზეზებიც განსხვავებულია. ეს შეიძლება იყოს ფინანსური, უფლებამოსილებების გადანაწილებასთან და მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული თითქმის ყოველთვის მძიმე ტვირთად აწვება კომპანიის შემდგომ განვითარებას და ხშირად მისი ფუნქციონირების შეწყვეტის საფუძველიც ხდება.

ასევე აღნიშნული, მძიმე ტვირთად აწვება თავად, დავაში მონაწილე მხარეებს, იწვევს რა მათი დროის, ფულადი სახსრების დანაკარგებს და რაც მთავარია ნერვების აუნაზღაურებელ ხარჯებს, რაც გამოიხატება სასამართლო, ადვოკატების და იურისტების, ზოგჯერ სამართალდამცავი ორგანოების ჩარევაშიც.

ბიზნეს კონფლიქტის შემთხვევაში, კომპანია Prime Consulting გთავაზობთ ბიზნეს მედიაციის მომსახურებას

რას ნიშნავს ბიზნეს მედიაცია?

ბიზნეს მედიაციის მიზანია გააანალიზოს წარმოქმნილი პრობლემის საფუძვლები და ორივე მხარეს შესთავაზოს საკითხის მოგვარების სამართლიანი და მათთვის მაქსიმალურად მისაღები გამოსავალი. ასე ვთქვათ, ერთგვარი მოსამართლემომრიგებლის როლი იკისროს.

 

ბიზნეს მედიაციის უპირატესობანი:

  • თქვენ თავს არიდებთ ამ შემთხვევისათვის მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს
  • აკეთებთ დროის უდიდეს ეკონომიას
  • არ იფუჭებთ ურთიერთობას მეორე მხარესთან
  • საიდუმლოდ ინახავთ კომპანიის შიდა პრობლემებს
  • არ ხდება საჭირო სასამართლო და სხვადასხვა სახის სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობა საკითხის მოგვარებაში

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე