ბრენდი არის სახელის, სიტყვის, სიმბოლოსა და დიზაინის ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს გარკვეულ პროდუქტს და მას სხვა პროდუქტებისგან გამოარჩევს.
დღეისათვის არსებულ კონკურეტულ გარემოში კი კომპანიის წარმატებული არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოირჩეოდეს კონკურენტებისაგან, ჰქონდეს განმასხვავებელი და დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, რომლითაც აღქმული და დამახსოვრებული იქნება მომხმარებლის გონებაში. თანამედროვე ბიზნესში ბრძოლა მიმდინარეობს უკვე მომხმარებლის გონებაში და ის, ვინც აქ გამარჯვებას შეძლებს, ასევე გაიმარჯვებს ბაზარზეც.
სამომხმარებლო ბაზარზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ბევრ კომპანიას აქვს შემდეგი პრობლემები:
- მომხმარებელი კარგად ან საერთოდ არ იცნობს თქვენს ბრენდს;
- განუსაზღვრელია რით არის გამორჩეული და რატომ უნდა მიიღოს მომხმარებელმა თქვენი ბრენდი;
- განუსაზღვრელია რა ნიშა უკავია თქვენს კომპანიას ბაზარზე;
- არადამაკმაყოფილებელია დამოკიდებულება, ლოიალურობა, ან მერყევია მომხმარებლის ქცევა ბრენდის მიმართ;
- ბრენდს ახასიათებს არაპროგრესირებადი იმიჯი, რეპუტაციის და ცნობადობის ნაკლებობა;
- არსებულმა და პოტენციურმა კლიენტებმა არ იციან თქვენი ბრენდის უპირატესობები;
- პოტენციურ მომხმარებელს არ ახსენდება თქვენი ბრენდი, როდესაც ანალოგიური საქონლის შეძენაზე ფიქრობს;
- არ შეიმჩნევა მომხმარებელთა მატების და გაყიდვების ზრდის ტენდენცია, ან სულაც შიმჩნევა კლება;
- არ არის წარმოდგენილი ბრენდის გამომხატველი კორპორატიული ატრიბუტიკა – სახელი, ლოგო, სლოგანი, ბრენდ-ბუქი და ა.შ.
თუ თვლით, რომ თქვენს კომპანიაში არსებული მდგომარეობა მიესადაგება ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს, თქვენს პროდუქტს სჭირდება ბრენდინგი ან რებრენდინგი, იმისათვის, რომ თქვენი კომპანია ნიშან-თვისებით, სახელითა და ასოციაციებით აღქმული და იდენტიფიცირებული იყოს პოტენციური მომხმარებლის გონებაში, რომლის მიზანი საბოლოო ჯამში თქვენი კომპანიის მიერ სასურველი ნიშის დაკავებაა სამომხმარებლო ბაზარზე.
ჩვენ გთავაზობთ
კონკრეტულ მოქმედების დაწყებამდე უნდა განისაზღვროს თქვენი ბრენდის მიზნები, რომელიც სხვადასხვა პარამეტრებით იზომება, რის შემდეგაც ჩვენი ექსპერტები მოამზადებენ მარკეტინგულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას. გეგმის თქვენთან შეთანხმების შემდეგ კი ვიწყება მოქმედება ამ მიზნების მისაღწევად.