თანამედროვე ბიზნესში მოტივაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კომპანიის მიერ თავისი მიზნების მიღწევის და გამართულად ფუნქციონირების გზაზე. იმ კომპანიებში სადაც ვხვდებით  მოტივაციის პრობლემას, თანამშრომლები არ არიან საკმარისად მონდომებულნი, რომ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები მაღალ დონეზე.

თანამედროვე მენეჯერებმა იციან, რომ ბიზნესში გუნდის წევრების მოტივაციაზეა დამოკიდებული დასახული მიზნების მიღწევა, ბაზრის წილის და კლიენტების რაოდენობის ზრდა, და საბოლოო ჯამში კომპანიის მომგებიანობა.

სხვადასხვა კომპანიებში ხშირად ვხვდებით ერთსა და იმავე პრობლემებს:

  • გუნდის ლიდერებს არ აქვს შესაბამისი ცოდნა ხელმძღვანელობის პრინციპებთან დაკავშირებით;
  • არ ამოტივირებენ სათანადოდ გუნდის წევრებს;
  • თანამშრომლები სამსახურში დადიან იმიტომ, რომ არიან იძულებულები და არა იმიტომ, რომ ეს მათ სურთ;
  • თანამშრომლები სამსახურში 30%-50%-ზე მეტად არ იხარჯებიან;
  • პრობლემები მატულობს და არ გვარდება ისინი დროულად;
  • გუნდის წევრებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ მათზე დაკისრებული საქმეები;

არსებობს ორი საკმაოდ მარტივი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვთ,  რომლითაც შეიძლება შეამოწმოთ რამდენად მოტივირებულნი არიან თქვენი თანამშრომლები:

პირველი: რამდენი პროცენტით იხარჯება თითოეული მათგანი სამსახურში ?

მეორე: როგორ ფიქრობთ, ისინი სიამოვნებით დადიან სამსახურში თუ მხოლოდ იძულებით, ხელფასის ან სხვა გარემოების გამო ?

იმ შემთხვევაში, თუ ორივე ზემოთ მოცემულ კითხვაზე გაქვთ არადამაკმაყოფილებელი პასუხი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დანერგოთ და განავითაროთ მოტივაციის სისტემა, რათა  გაზარდოთ თანამშრომელთა მოტივაცია.

ჩვენ გთავაზობთ

ჩვენი ექსპერტები მოახდენენ თქვენი მმართველობითი სტრუქტურის, კომპანიის სპეციფიკის  შესწავლას, განსაზღვრავენ რა თითოეული თანამშრომლის როლს ამ სისტემაში და ამის საფუძველზე შემოგთავაზებენ საკუთარ სამოქმედო გეგმას, რა და როგორ უნდა გააკეთოს თითოეულმა დასახული მიზნების მისაღწევად. შეადგენენ ინდივიდუალურად ყველა პოზიციისათვის მუშაობის მოტივაციის გაზრდის პროგრამას, რაც შეიძლება მოიცავდეს ბონუსების, დაწინაურების, დარწმუნების, წახალისების, ადამიანური ურთიერთობის და ა.შ. ელემენტებს.

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე