კომპანიის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია მოტივირებული და პროდუქტიული თანამშრომლები, რისთვისაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო, ისეთი როგორიცაა დაწინაურება, წახალისება, სახელფასო და საბონუსე სისტემების დანერგვა. ამასთან მნიშვნელოვანია თანამშრომლები დამსახურების მიხედვით წინაურდებოდნენ და ღებულობდნენ წახალისებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასამართლიანი და არასწორი სისტემის შექმნა უკუშედეგს გამოიწვევს და მიტივირების ნაცვლად დემოტივირებულ თანამშრომლებს მივიღებთ.
ამ დროს მნიშვნელოვანია:
- რომელ მაჩვენებლებზეა საბონუსე სისტემა მიბმული?
- რას მოიცავს სამოტივაციო სისტემა?
- რომელი პრინციპით და კოეფიციენტით ანგარიშობთ ზეგანაკვეთურებს?
- რა სახის დამატებითი სარგებელი ეძლევათ თანამშრომლებს და რის მიხედვით?
- გაქვთ თუ არა ხელფასების დასამუშავებული პროგრამა?
იმისათვის, რომ განსაზღვროთ როგორ უნდა მოხდეს თანამშრომელთა დაწინაურება, ხელფასის ცვლილება, საბონუსე სისტემის ჩამოყალიბება, განსავითარებლად საჭირო პროექტების დაგეგმვა – საჭიროა თანამშრომელთა შეფასების და წახალისების სისტემის ჩამოყალიბება
ჩვენ გთავაზობთ
თანამშრომელთა შეფასებას და რანგირებას მათი კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით, და ამის საფუძველზე წინასწარ გაწერილი სახელფასო გეგმის, სამართლიანი ინდივიდუალური გამომუშავების განაკვეთის, სწორი სახელფასო და საბონუსე სისტემის, ზეგანაკვეთურების ობიექტური ანაზღაურების და დამატებითი სარგებლის სისტემის შექმნას, რაც კომპანიის წარმატებისა და დადებითი იმიჯის ზრდის საწინდარია.
რაც გულისხმობს
სამართლიან სახელფასო განაკვეთს – კომპანიაში თანამშრომლების სახელფასო განაკვეთები აუცილებელად უნდა იყოს სამართლიანი და ობიექტური, რაც უნდა გამომდინარეობდეს მათი კვალიფიკაციიდან, გამოცდილებიდან და მათზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისი უნდა იყოს.
დამსახურებულ საბონუსე სისტემას – კომპანიაში უმნიშნვნელოვანესია თანამშრომელთათვის საბონუსე სისტემის დაწესება მათი დამსახურების შესაბამისად (მაგალითად, წინასწარ გაწერილი გეგმის მიღწევის შემთხვევაში), ასევე საჭირო ხდება ცალკეული მენეჯერებისათვის წლიური ბონუსის გაცემა (რაც კომპანიის წლიური გეგმის მიღწევის შემთხვევაში ხდება).
ზეგანაკვეთურ განაცემებს – ზეგანაკვეთური საათების დაწესება და მათი “სამართლიანი” ანაზღაურება კიდევ ერთი დამატებითი ხერხია თანამშრომელთა შრომის ნაყოფიერების ასამაღლებლად.
დამატებით სარგებელს – კომპანიას, რომელსაც აქვს ამბიცია ბაზარზე თავის სფეროში იყოს ლიდერი, აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემუშავებელი თანამშრომლებისთვის “დამატებითი სარგებელი”-ს სისტემა, რაც მოიაზრებს ერთჯერად დახმარებას, დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას (ნაწილობრივ მაინც), უფასო კვებას (ან კვების თანხას) კორპორატიულ დაზღვევას, მობილური კავშირის დაფინანსებას, ავტომობილითა და საწვავით უზრუნველყოფას (პოზიციის შესაბამისად) ა.შ.