კომპანიები შეიძლება სხვადასხვა სამართლებრივი რისკების წინაშე აღმოჩნდნენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ სანდო და მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურებით.
იმისათვის, რომ კომპანიის იურიდიული საქმიანობა ბოლომდე შეესაბამებოდეს საკანონმდებლო მოთხოვნებს, საჭიროა მასზე დაიხარჯოს ბევრი დრო და ენერგია, თუმცა კომპანიის მენეჯმენტისთვის საკმაოდ რთულია იურიდიულ მიმართულებაზე ფოკუსირება მაშინ, როდესაც მათი ძალისხმევა ბიზნესის ძირითად მიმართულებებზეა გადართული.
მიზეზები, თუ რატომ არის იურიდიული აუთსორსინგი უკეთესი არჩევანი:
ხარჯების ეკონომია – აუთსორსის შემთხვევაში თქვენი კომპანიის იურიდიულ მომსახურებას ახორციელებს დიდი გამოცდილების მქონე იურისტთა გუნდი, რომლის ცალკე დაქირავება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აუთსორსი უზრუნველყოფს ფიქსირებული ხარჯების შემცირებას, მათ შორის ხელფასების, ბონუსების, იჯარის, ტექნოლოგიური და მრავალი სხვა ხარჯის.
დროის ეკონომია – იურიდიული აუთსორსის შემთხვევაში თქვენ არ კარგავთ დროს თანამშრომლების აყვანაზე, მათ მომზადებასა და განვითარებაზე, რადგან ამ ყველაფერს უზრუნველვყობთ ჩვენ.
მაღალი დონის პროფესიონალები – თქვენ მოგემსახურებიან იურისპრუდენციის სხვადასხვა სფეროში დიდი გამოცდილების მქონე მაღალი დონის პროფესიონალები, რაც ნიშნავს, რომ თქვენს განკარგულებაში იქნება იურისტების სრული გუნდი.
უფრო მეტი დრო მენეჯმენტს – თქვენ არ გიწევთ მუდმივი ჩართულობა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობის მიმდინარეობასა და კონტროლში, ამდენად თქვენ შეგიძლიათ იყოთ უფრო მეტად ფოკუსირებული თქვენი ბიზნესის ძირითად მიმართულებებზე.
ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფი მოიცავს სხვადასხვა მიმართულების სერვისებს, რაც თქვენ საშუალებას მოგცემთ დამატებით მიიღოთ კონსულტაციები სხვა მიმართულებებიდან, მაგალითად როგორიც არის სტრატეგიული მენეჯმენტი, გაყიდვები, აიტი, ზოგადი მენეჯმენტი, ფინანსები და ა.შ.
ჩვენ გთავაზობთ
ჩვენი ექსპერტების თავის თავზე იღებენ იურიდიული მიმართულებით მუშაობას, რის შედეგადაც თქვენ დაცული იქნებით სხვადასხვა სამართლებრივი რისკებისგან, კომპანიის დანახარჯებიც იქნება ოპტიმალური და თქვენი კომპანიის მენჯმენტსაც საშუალებას ექნება ბოლომდე ფოკუსირდეს ძირითად ბიზნეს პროცესებსა და მიმართულებებზე.
ჩვენს შევისწავლით თქვენს კომპანიის იურიდიულ საკითხებს და ყოველდღიურად მზად ვართ ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების მოცემისა და დახმარების აღმოჩენისთვის.