ნებისმიერი კომპანიის წარმატებული არსებობისათვის და განვითარებისათვის გადამწყვეტია კლიენტების რაოდენობის მუდმივი ზრდა და არსებულის სტაბილურად შენარჩუნება. თუ კომპანიას არ ჰყავს ლოიალური კლიენტები და არ ზრუნავს მათ შექმნა-შენარჩუნებაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში მცირდება გაყიდვები, დასახული მიზნების მიღწევის შანსები და კომპანია არსებული ბაზრის წილის დაკარგვის წინაშე დგება.
ბევრ ქართულ კომპანიას აქვს ერთ საერთო პრობლემა, ისინი მზად არიან მოემსახურონ კლიენტების მეტ რაოდენობას, თუმცა მოსული მომხმარებლის რიცხვი გაცილებით ნაკლებია იმ რაოდენობაზე, რომელსაც კომპანია თავისი რესურსით სრულად გაწვდებოდა. ასეთ სიტუაციაში იკლებს მწარმოებლურობაც და არ მართლდება ის მოლოდინები, რაც კომპანიას აქვს.
ასევე ქართული კომპანიების უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს მათთან დაბრუნებულ კლიენტებს ან საერთოდ არ ცდილობენ მეორედ დაამყარონ წარმატებული კომუნიკაცია უკვე არსებულებთან. შედეგად იხარჯება მეტი ძალისხმევა ახალი კლიენტების მოყვანაზე, ხოლო არსებულნი შესაძლოა გადაერთონ კონკურენტთა პროდუქციაზე. თანამედროვე ბიზნესში კონკურენტები მუდმივად ცდილობენ თქვენი კლიენტების დადებითი განწყობის და ნდობის მოპოვებას.
რას ნიშნავს ლოიალური კლიენტების ზრდა თქვენი ბიზნესისთვის?
ბიზნესის განვითარება საშუალო და გრძლევადიან პერსპექტივაში ლოიალური კლიენტების ზრდის გარეშე წარმოუდგენელია. კლიენტების ლოიალურობის ზრდა კი თავის მხრივ გაყიდვების რაოდენობის ზრდას და საბოლოო ჯამში კომპანიის მოგების ზრდას ნიშნავს.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს კომპანიას აქვს შესაძლებელობა მოემსახუროს უფრო მეტ კლიენტს და გაზარდოს ლოიალური კლიენტების რაოდენობა
ჩვენ გთავაზობთ
ჩვენი ექსპერტები ჩამოაყალიბებენ კლიენტების ნაკადის ზრდის მიზნებს და შეათანხმებენ თქვენთან. მოამზადებენ მარკეტინგული სტრატეგიის და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას, რაც აისახება კლიენტთა ნაკადის და ლოიალურობის ზრდაზე.