კომპანიის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სწორ და ქმედით მენეჯმენტზე. ბიზნესის ისტორია სავსეა მაგალითებით, როდესაც თავდაპირველად წარმატებულ და საკმაოდ კარგი საწყისი პირობების მქონე, ძლიერ კომპანიებს შეუწყვეტიათ თავიანთი არსებობა ზუსტად გაუმართავი მენეჯმენტის გამო.
მმართველობის მოთხოვნილება კაცობრიობის გაჩენასთან ერთად გაჩნდა. იქ სადაც თუნდაც ორი ადამიანი მაინც არის გაერთიანებული საერთო მიზნის მიღწევის მცდელობაში, არსებობს მათი მოქმედებების კორდინაციის აუცილებლობა. მითუმეტეს წარმოიდგინეთ ბევრად რთული და თუნდაც ათზე მეტი ადამიანისაგან შემდგარი კომპანია, სადაც, ყველა რგოლს თუ თანამშრომელს თავისი ფუნქციები აქვთ. რაოდენ მნიშვნელოვანია ყველამ ზუსტად იცოდეს თავისი მოვალეობა და ფუნქციები.
ყველასათვის ცნობილია რამდენად მნიშვნელოვანია დრო. უბრალოდ დაფიქრდით რამდენი დროის გამოთავისუფლება შეგიძლიათ უფრო მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის, თქვენ რომ არ გჭირდებოდეთ თქვენი გუნდის ყოველდღიურ საქმიანობაში ხშირი ჩართვა. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენი კომპანიიის თანამშრომლები დასახულ ამოცანებს ასრულებენ დამოუკიდებლად, ოპერატიულად და ხარისხიანად, იციან მათზე დაკისრებული მოვალეობები ზედმიწევნით, თავისი ძალებით აგვარებენ მათ წინაშე წამოჭრილ ყველა პრობლემას.
იმისათვის, რომ თქვენი კომპანია დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობდეს საჭიროა წარმატებული მენეჯმენტის დანერგვა, რომელიც შემდეგი მახასიათებლებით იზომება:
- რადენად მიიღწევა ბიზნეს მიზნები. ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს თუ რას უნდა მიაღწიოს კომპანიამდ და რა უნდა იყოს მისი როლი ამ მიზნის მიღწევაში.
- რამდენად არის მიღწეული ხარისხობრივი მახასიათებლები. გუნდის თითოეულმა წევრმა უნდა იცოდეს, თუ რას ნიშნავს საქმის ხარისხიანად შესრულება. ამის მისაღწევად საჭიროა სპეციალური სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების წახალისების და პასუხისმგებლობის სისტემის დანერგვას.
- რამდენად არის დაცული დროითი საზღვრები. გუნდის თითოეულმა წევრმა უნდა იცოდეს, თუ რა ფუნქციები აქვს და რა ვადებშია საჭირო დავალებების შესრულება. ჩვენი დახმარებით, თითოეულ თანამშრომელს ენიჭება ფუნქციები, რომელთა 95% არის დროში გაზომვადი, შესაბამისად, იზრდება შესასრულებელ საქმეზე თანამშრომელთა ფოკუსირება და ეფექტურობა.
გამომდინარე ამ ყველაფრიდან მნიშვნელოვანია შემდეგი ამოცანების დასახვა და რეალიზება:
- ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მისი რეალიზაცია;
- აუცილებელი რესურსების და მათი წყაროების მოძიების განსაზღვრა;
- კვალიფიციური თანამშრომლების შერჩევა და მათი მაქსიმალურად ეფექტურად დასაქმება;
- თანამშრომელთა სტიმულირების და პასუხისმგებლობის ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება;
- ყველა დანაყოფისა თუ თანამშრომლისათვის კონკრეტული ამოცანების განსაზღვრა;
- ფუნქციონალური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მიმართული იქნება დასახალი მიზნის მიღწევაზე;
- დასახული ამოცანების მიღწევის ეფექტურობის კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება;
ჩვენ გთავაზობთ
ჩვენ ექსპერტები დაგეხმარებიან მიზნებზე ორიენტირებული, გამართული მენეჯმენტის სისტემის აწყობაში, რომლის საბოლოო მიზანი კომპანიის შემოსავლიანობის ზრდაა, მმართველობითი, სტრუქტურული თუ საწარმოო პროცესების რაციონალური ორგანიზების გზით.