სამეწარმეო საქმიანობის პროცესში კომპანიებს ზოგჯერ სჭირდებათ სხვადასხვა სახის ლიცენზიები და ნებართვები, რის მოსაპოვებლადაც ხშირად უწევთ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან ხანგრძლივი და  რთული ურთიერთობის დაჭერა.

რა თქმა უნდა ეს დაკავშირებულია დროით ხარჯებთან (საბუთების შექმნა და შეგროვება, შესაბამის დაწესებულებებში წარდგენა, ბიუროკრატებთან საქმის დაჭერა), ხოლო ლიცენზირების  პროცესში სრულად გაურკვევლობის გამო, კომპანიებისათვის აღნიშნული ხშირად სრულდება არც თუ სასურველი შედეგებით, დაწყებული ზედმეტი ხარჯებიდან და დამთავრებული ლიცენზიის თუ ნებართვის ვერ მოპოვებით.

რას მოიცავს მოცემული სერვისი?

  • წარმომადგენლობა სახელმწიფო სერვისების სამსახურებთან ურთიერთობაში (იუსტიციის სახლის სერვისები და სხვა);
  • წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ადმინისტრაციულ ორგანოებში;
  • დახმარება სხვადასხვა დოკუმენტაციის შეგროვებაში;
  • კონსულტაციები საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციის (გაყოფა, გამოყოფა, შერწყმა), ლიკვიდაციის პროცესში;
  • შესაბამისი გარიგებების მომზადება, გაფორმება და რეგისტრაცია, ასევე აღნიშნული პროცესების უშუალო მართვა;
  • კონსულტაციები საწარმოთა ცალკეული საქმიანობის განსახორციელებლად, სავალდებულო ლიცენზიებისა და ნებართვების მისაღებად;

ჩვენ გთავაზობთ

ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების წარმატებით დასრულებაში. გაგიწევთ ყველა სახის კონსულტაციებს, იმისათვის, რომ ფლობდეთ ზუსტ ინფორმაციას კონკრეტული საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიების შესახებ და მარტივად მოიპოვოთ ისინი.

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე