თანამედროვე ბიზნეს გარემოში კომპანიები სულ უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი მარკეტინგული მიზნების მიღწევაზე.
„მარკეტინგს“ ხშირად აიგივებენ გაყიდვებთან, პრომოუშენთან და რეკლამირებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე მარკეტინგული პროცესის ნაწილია, მარკეტინგი ამის გარდა ბევრ სხვა რამესაც მოიცავს. მარკეტინგი ბევრად უფრო დიდი და ფართო ცნებაა, ვიდრე პრომოუშენი, რეკლამირება ან გაყიდვა. თავისი მნიშვნელობით, მარკეტინგის შინაარსში შედის საწარმოს პოზიცია ბაზარზე თანასწორთა შორის, მისი კონკურენტული უპირატესობა და მის მიერ ბაზრის იმ სიცოცხლისუნარიანი სეგმენტების შერჩევა, რომელსაც თავად მოემსახურება.
ირჩევს რა ბაზრის კონკრეტულ სეგმენტებს, მარკეტინგი გულისხმობს მომხმარებელთან კომუნიკაციას ამ შერჩეულ ბაზრებზე. ეს კომუნიკაცია გახლავთ დიალოგი და არა მონოლოგი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარკეტინგი უნდა მოიცავდეს მომხმარებლის მოსმენას – ანუ ბაზრის კვლევას. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ზუსტი მესიჯის შეგდენა, რომელიც მომხმარებელთა სხვადასხვა ტიპზე იქნება მორგებული. ამის მერე საჭიროა, თითოეული ეს მესიჯი ადრესატს ყველაზე უფრო შესაფერისი საშუალებით მიეწოდოს.
სამწუხაროდ საქართველოში კომპანიებს არ აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული მარკეტინგული მიზნები, მათზე მორგებული სტრატეგია და დასახული ამოცანების მიღწევის სამოქმედო გეგმა, რასაც ბაზარზე პოზიციების დათმობაში, კონკურენტებისაგან ჩამორჩენაში და საბოლოო ჯამში შემოსავლების მიუღებლობასთან მივყავართ.
აქედან გამომდინარე, არსებობს მრავალი მიზეზი, თუ რატომ ჯობია მარკეტინგის აუთსორსინგი:
თანხების ეკონომია – მარკეტინგის აუთსორსინგი ბევრად, უფრო იაფია ვიდრე სრულ განაკვეთზე მომუშავე მარკეტინგული გუნდი.
ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვა – ჩვენ გვაქვს კავშირები, საქმიანი ურთიერთობები და მნიშვნელივანი შეღავათები სხვადასხვა სარეკლამო კომპანიებთან, რისი დახმარებითაც ჩვენ გაცილებით ეფექტურად შევძლებთ გამოვიყენოთ თქვენი ბიუჯეტი და მივიღოთ ბევრად უკეთესი შედეგი.
მეტი თავისუფალი დრო მენეჯმენტს – როდესაც გვერდში გყავთ ძლიერი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, თქვენ არ გიწევთ მუდმივი ჩართულობა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელაბაში, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ უფრო მეტად ფოკუსირებული თქვენი ბიზნესის ძირითად მიმართულებებზე.
სისწრაფე – ყოველ ახალ ამოცანაზე არ არის საჭირო დიდი დროის დაკარგვა ახალი თანამშრომლის მოძიებაზე, სამსახურში აყვანა და შემდეგ მისი გაშვება ნაკლებად დატვირთული სამუშაო პროცესის გამო.
გამოცდილება – ჩვენ ვართ მარკეტინგულ ბიზნესში, ჩვენს ექსპერტებს მარკეტიგში მუშაობის დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, ვნერგავთ სიახლეებს ჩვენს საქმიანობაში. შესაბამისად ჩვენი სახით თქვენ გყავთ გუნდი, რომელიც მუშაობს ფოკუსირებულად თქვენი მიზნების მიღწევაზე.
რეპორტინგი – ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენი საქმიანობის სრულ აღრიცხვას და გაწვდით ინფორმაციას განხორციელებული აქტივობების შესახებ, რითაც თქვენ მუდმივად ხართ მიმდინარე საქმეების კურსში.
სერვისების მრავალფეროვნება – ჩვენი სერვისები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ დამატებით იღებთ კონსულტაციებს სხვა მიმართულებებიდან, მაგალითად როგორიცაა სტრატეგიული მენეჯმენტი, გაყიდვები, აიტი, ზოგადი მენეჯმენტი, ფინანსები და სხვა.
შედეგებზეორიენტირებულობა – ჩვენ არ ვართ სარეკლამო სააგენტო, რომელიც ორიენტირებულია ძირითადად კლიპების გადაღებაზე და მაღალ ბიუჯეტურ სატელევიზიო არხებზე განთავსებაზე. ჩვენთვის მთავარი თქვენი მიზნებია და სწორედ ამიტომ ფოკისირებული ვართ თქვენთვის სასურველი შედეგების მიღებაზე.
ჩვენ გთავაზობთ
ჩვენ ექსპერტები თავის თავზე იღებენ თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის მართვას, რომლის მთავარი მიზანი კლიენტების შემოსავლების ზრდაა. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა ერთჯერად თანამშრომლობას, არამედ წამყვან ადგილს აღნიშნულ სეგმენტში, სწორედ ამიტომ ჩვენი მიდგომა ინტელექტუალური და შედეგებზე ორიენტირებულია.
ჩვენთან მარკეტინგის აუთსორსინგი მოიცავს 4 ძირითად ეტაპს:
- თქვენთან ერთად ვაყალიბებთ მარკეტინგულ მიზნებს
- ვამზადებთ და ვამტკიცებთ თქვენს მარკეტინგულ სტრატეგიას
- დგება კონკრეტული სამოქმედო გეგმაა, რომელიც უზრუნველყოფს დაგეგმილი შედეგების მიღებას
- ხდება დასახული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია და მიზნების მიღწევა