ნებისმიერი კომპანიისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამართულ მენეჯმენტს და იამს, თუ რამდენად სწორადაა აწყობილი ორგანიზაციული სტრუქტურა. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მენეჯმენტის წევრების კვალიფიკაციას, გამოცდილებას, მოტივაციას და ბევრ სხვა ფაქტორს.
კომპანიების უმეტესობას პრობლემები აქვთ მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლში. ეს კი იწვევს უარყოფით შედეგებს, როგორიცაა კლიენტების დაკარგვა, შემოსავლის შემცირება, კონკურენტებთან შედარებით ჩამორჩენა, კომპანიის იმიჯის დაცემა და სხვა. ამასთან, კომპანია შეიძლება იყოს ერთი შეხედვით წარმატებულიც, გამომდინარე იქედან, რომ დირექტორი თავად ართმევს თავს მენეჯერის ფუნქციებს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მას არ ჰყავდეს კვალიფიციური გუნდი. ეს კი იწვევს დირექტორის გადატვირთვას, ძირითადი მოვალეობებისაგან მოცდენას, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირების შეუძლებლობას, ახალი იდეების ჩამოყალიბების და მათი რეალიზების დროის უქონლობას, შესაბამისად კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას უფრო მეტად განვითარდეს და იძულებულია ახალი პროექტები გაურკვეველი ვადით გადადოს.
მენეჯმენტისაუთსორსინგის უპირატესობანი
კომპანიას ესაჭიროება სხვადასხვა მიმართულების მაღალი დონის პროფესიონალები. ეს შეიძლება იყოს მენეჯმენტი, HR, მარკეტინგი, ბრენდინგი, ფინანსები, ბუღალტერია, იურიდიული,შესყიდვები, ლოჯისტიკა. მენეჯმენტის აუთსორსინგის დროს თქვენ ერთდროულად გემსახურებათ ამ მიმართულების ადამიანებით დაკომპლექტებული პროფესიონალთა გუნდი. თქვენ არა გიწევთ მათი სათითაოდ შერჩევა, რაც აგაცილებთ შემდეგ პრობლემებს: ხდება თანხების მნიშვნელოვანი ეკონომია, არ ხდება საეჭვო კადრების აყვანა, ამასთან შეუძლებელია პროფესიონალი კადრის მხოლოდ გარკვეული მცირე ვადით დაქირავება. საბოლოო ჯამში თქვენ ღებულობთ ერთმანეთთან შეთამაშებული პროფესიონალების გუნდს ზუსტად იმ პერიოდით, რაც საჭიროა თქვენი პრობლემების აღმოსაფხვრელად და კომპანიის მომგებიანობის გასაზრდელად.
ჩვენ გთავაზობთ
ჩვენ ექსპერტები გაუძღვებიან თქვენი კომპანიის სრულყოფილ მმართველობას ან ცალკეული დარგის მენეჯმენტს. მართვა და მენეჯმენტი განხორციელდება უმაღლესი დონის სტანდარტების და კორპორატიული მმართველობის წესების მიხედვით. საწყის ეტაპზე კეთდება კომპანიის სრული აუდიტი, როგორც მენეჯმენტის, ისე ფინანსების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების თვალსაზრისით. შემდეგ ეტაპზე დგება ბიზნეს გეგმა, ბიუჯეტი და სამოქმედო გეგმა, რომელის იმპლემენტაციაც უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში.