გასული სავაჭრო კვირა საკმაოდ წარმატებული გამოდგა დოლარისათვის. ამერიკული ვალუტის ძლიერების ინტეგრალურმა მაჩვენებელმა – დოლარის ინდექსი DXY ICE, რომელიც ასახავს დოლარის მსყიდველობით უნარს მსოფლიოს ექვსი განვითარებული ქვეყნის ვალუტის მიმართ, არამხოლოდ მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა, მიაღწია რა მაქსიმალურ ნიშნულს 95,15, არამედ რაც უფრო მთავარია, გამყარდა ნიშნულზე 94,40. უფრო მოცულობითი ტექნიკური სურათი მოყოლებული 2017 წლის ივლისიდან მიუთითებს გრაფიკული ფიგურის «ამოტრიალებული თავი» ფორმირებასა და რეალიზაციაზე. მას შემდეგ რაც ზღვარი გადასცდა ნიშნულს 94,40, შემდგომი კვირების ზრდის პოტენციალის პროექცია მიუთითებს ნიშნულზე 97,00.
ევრო კი, ევროპის ცენტრალური ბანკის «რბილი» გადაწყვეტილების შემდეგ დაეშვა ყოფილი სავაჭრო დიაპაზონი 1,1675 ზღვარს ქვემოთ. ეს კი მიუთითებს დაღმავალი დინამიკის შესაძლებლობაზე, მისი ყველაზე დაბალი ზღვრისაკენ 1,1410. თუმცა ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ აკომოდაციური პოლიტიკის შენარჩუნების პერსპექტივები, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ფონდის მიერ განაკვეთების მომატების მოლოდინის ფონზე, არ აძლევს ევროს გარკვეული სახით აღდგენის საშუალებასაც კი 2019 წლამდე.
შემდეგმა სავალუტო წყვილმა, რომელიც ბენჩმარკის კატეგორიას მიეკუთვნება დოლარი/იაპონური იენა, ვერ შეძლო გასულ კვირას 114,50, ნიშნულზე გადაბიჯება. წარმოადგენს რა აქტუალური სავაჭრო დიაპაზონის შუაგულს TRT (Trade Range Trading) კალიბრირებით, დოლარი იენის წინააღმდეგ ფასის გამოკვეთილი კორექციისას დაუბრუნდა ტრენდულ მუვინგს, განსაზღვრავს რა აღნუშნული წყვილის გარკვეულ დინამიკას. კორექციის გაღრმავების და დოლარის 113,65 ნიშნულს ქვემოთ ჩამოსვლის შემთხვევაში, დოლარი იენასთან შეიძლება გაიაფდეს 113,25 მდე. ზუსტად ამ დონეზეა დღეისათვის სავაჭრო დიაპაზონის მხარდაჭერა.
31 ოქტომბერს იაპონიის ბანკმა გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. პროგნოზების თანახმად რეგულატორი არ შეიტანს ცვლილებებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმდინარე პარამეტრებში. სამომხმარებლო ხარჯების და ექსპორტის მოცულობის ზრდა, იენის არსებული ფასის არსებობის პირობებში მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე. თუ ინფლაცია დარჩება ქვედა დონეზე, მაშინ ის განსაზღვრავს რბილი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას კიდევ დიდი ხნით. ამ გადაწყვეტილების ფონზე არ არის გამორიცხული დოლარის ზრდის აღდგენა იენის მიმართ. 114,50, ნიშნულის გადალახვის შემთხვევაში ჰორიზონტზე შესაძლოა დავინახოთ კოტირება სადღაც 115,75-ს დონეზე.
მოვლენების ასეთი განვითარება შესაძლებელია, თუ კი დოლარი არ დაკარგავს მოპოვებულ უპირატესობას ფედერალური სარეზერვო ფონდის ღია ბაზრების კომიტეტის 1 ნოემბრის სხდომის შედეგების მიხედვით, უკვე მომატებული განაკვეთების შემდეგ, ბაზარი ელოდება შემდეგ ნაბიჭებს ამერიკული რეგულატორისაგან. ახლა ყურადღება მიპყრობილია ფედრეზერვის ახალ ხელმძღვანელზე ჯერომ პაუელზე. ის ასოცირდება სტიმულებზე უარის თქმის და ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის კურსთან. ეს რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს დოლარის პოზიციებზე. ყველა შემთხვევაში უნდა ველოდოთ ზრდას სავალუტო ბაზარზე, ხოლო დოლარის კურსის უფრო დასტაბილურებას, მათ შორის ქართული ლარის მიმართებით (მით უმეტეს ზამთრის ტურისტული სეზონი ახლოვდება).
ახლა რაც შეეხება ინგლისის ბანკს. ინგლისური ფუნტის კურსი ბოლო თვეებია განისაზღვრება Brexit და ბოლო 10 წლის მანძილზე პირველად განაკვეთების მოსალოდნელი ზრდის მიხედვით. ბანკის ხელმძღვანელმა მარკ კარნმა უკბე დააანონსა ასეთი გადაწყვეტილების შესაძლებლობა 3% ინფლაციის ფონზე. ეკონომიკური მაჩვენებლები, მიუხედავად ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით გამოწვეული რისკებისა, მთლიანობაში აჩვენებენ ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესებას. ამდენად განაკვეთი შესაძლოა გაზრდილ იქნას 0,25%-დან 0,5%-მდე. თუმცა როგორი იქნება ბაზრის რეაქცია ინტრიგად რჩება. ბრიტანულმა რეგულატორმა დიდი ხნით ადრე დაიწყო ბაზრის მომზადება ამ მოვლენისათვის. აღნიშვნის ღირსია, როდესაც ინგლისის ბანკის მოქმედი ხელმძღვანელი ჯერ კიდევ კანადის ბანკს ხელმძღვანელობდა, ის გამოირჩეოდა ბანკთან კომუნიკაციის მაღალი დონით. და ეს ტრადიცია გაგრძელდა დიდ ბრიტანეთშიც. ამიტომ განაკვეთის გაზრდის ფაქტი ნაწილობრივ დისკონტირებულია ბაზრის მიერ.
სავაჭრო კვირის დასაწყისისათვის ბრიტანული ფუნტი 1,3160 ნიშნულზეა. კოტირება აქტუალური სავაჭრო დიაოაპაზონის შუასთანაა ახლოს და უახლოვდება მოკლევადიან ტრენდულ მუვინგს ტექნიკური მოდელის MELS (Market Edge Levels – ) ფარგლებში. ყველაფერი ეს კი მიუთითებს მყიდველთა და გამყიდველთა ინტერესების ბალანსზე, ასევე შემდგომი იმპულსისათვის საწყისის ფორმირებაზე. ბაზრის პოზიტიური რეაქციის შემთხვევაში ზრდის პირველი მიზანი იქნება 1,3315, ხოლო შემდგომ 1,3450 ნიშნული. ხოლო ბაზრის მონაწილეთა იმედგაცრუების ან დოლარის სწრაფი ზრდის შემთხვევაში, არსებული იმპულსი მიმართული იქნება 1,3050 და 1.2920 ნიშნულებისაკენ.