რა არის ორგანიზაციის სტრუქტურა? ის კომპანიის მოტორია, რომელზეც მთელი მისი საქმიანობაა დაფუძნებული. კომპანიაში მიმდინარე ყველა სახის პროცესები (საწარმოო, მმართველობითი, ფინანსური, მარკეტინგული, საკადრო და ა.შ.) მოძრაობაში მოჰყავს ორგანიზაციაში შექმნილ სამუშაო სტრუქტურას. შესაბამისად, იმისათვის რომ კომპანია იყოს წარმატებული, საჭიროა კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა იყოს სწორად ჩამოყალიბებული და მუშაობდეს გამართულად.

როგორ ხდება კომპანიის სტრუქტურის ჩამოყალიბება? ნებისმიერ კომპანიას აქვს ბიზნეს მიზნები, ამოცანები, განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ამის საფუძველზე იქმნება მათზე მორგებული სტრუქტურა. მისი მთავარი იდეა კომპანიის ტაქტიკური და სტრატეგიული მიზნების ეფექტურად მიღწევაა.

 

მრავალი ქართული კომპანიების ანალიზმა აჩვენა, რომ მათი აბსოლიტური უმრავლესობა შემდეგი გამოწვევების წინაშე დგას:

  • ფუნქციონალური პრობლემები – კომპანიაში არ არის განსაზღვრული ვის რა მოვალეობა აქვს ან არის, მაგრამ არავინ არ აქცევს სათანადო ყურადღებას გაწერილ სამუშაო ვალდებულებებს;
  • გადაწყვეტილებები მიიღება კომპანიის ზედა დონეზე, ძირითადად დირექტორის ჩარევის შედეგად, იმიტომ რომ ყველა არიდებს თავს გადაწყვეტილების მიღებას და პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას;
  • ტოპ მენეჯმენტი დროის უმეტეს ნაწილს დეტალებზე ხარჯავს, ნაცვლად კომპანიის ძირითად საქმეებზე ფოკუსირებისა;
  • კომპანია ხარჯავს დიდ დროს და რესურსებს გადაწყვეტილებების მიღებაზე;
  • კომპანია არის მოუქნელი და ცვლილებების განხორციელებისთვის დიდი დრო სჭირდება;
  • კომპანიას შეუძლია ბაზრის სეგმენტის მეტი წილის მოპოვება, მაგრამ ამის შიდა შესაძლებლობები არ აქვს;

 

იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენს კომპანიას აქვს ორგანიზაციული ხასიათის პრობლემები ან ისინი შესაძლოა მომავალში წარმოიქმნან, ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რაც მნიშვნელოვნად ეფექტურს გახდის თქვენს საქმიანობას და საკმაოდ გაგაძლიერებთ.

 

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე