თანამედროვე ბიზნესი არსებობს ეფექტურობის ეპოქაში, მხოლოდ ის კომპანიები იმარჯვებენ მაღალკონკურენტულ ბაზარზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ გააუმჯობესონ თავისი შედეგები. სწორედ ამიტომ, კომპანიის წარმატებულ მენეჯერებს კარგად ესმით მარკეტინგის მნიშვნელობა და მიზანდასახულად მუშაობენ აღნიშნული მიმართულების ეფექტურობის გაზრდაზე, რა დროსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ხარჯების ეფექტურად მართვას ენიჭება.
რა თქმა უნდა შესაძლებელია ნებისმიერი მარკეტინგული მიზნის მიღწევა თანამედროვე ბიზნესში, თუმცა გააჩნია რა ფასად. კომპანიები ხშირად არ ანგარიშობენ ან არ ითვალისწინებენ სარეკლამო კამპანიის დანახარჯების დაგეგმვისას 1 ახალი კლიენტის მოყვანის საშუალო ღირებულებას. თუ ისინი თავიანთ სარეკლამო ბიუჯეტს ამ ჭრილში შეხედავენ, შესაძლოა გაწეული ხარჯები მათთვის აბსოლიტურად მიუღებელი აღმოჩნდეს.
ჩვენი მიზანია უფრო კარგი შედეგები უფრო ეფექტურ ფასად, სწორედ ამისთვის არსებობს პროდაქშენის სერვისი, რომელიც აღნიშნული პრინციპით უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის მომსახურეობას:
სატელევიზიოკლიპები – გადასაღები ან გრაფიკული კლიპის იდეა და ბრიფი, კადრირება, გადაღება/გრაფიკა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა, მედია დაგეგმარება, განთავსება;
აქციებიდაკამპანიები – BTL, PR, Sales Promotion და მარკეტინგული კამპანიების იდეათა გენერირება, კამპანიის გეგმის, მისიის, ამოცანის, მთავარი საკომუნიკაციო აქცენტებისა და მესიჯების ჩამოყალიბება, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და კომუნიკაცია. ანუ კამპანიის იდეის გენერირება, სამოქმედო გეგმის დასახვა და განხორციელება;
დიზაინი – კრეატიული დიზაინერული იდეის გენერირება, დიზაინის შექმნა, იდეის დამუშავება, ნებისმიერი პრომო მასალისა და სარეკლამო საშუალებების ბეჭდვა, აწყობა, მომზადება;
თუ თვლით, რომ თქვენს კომპანიას აქვს პოტენციალი უფრო კარგი შედეგები მიიღოს უფრო ეფექტურ ფასად
ჩვენ გთავაზობთ
ჩვენი პროფესიონალი და დიდი გამოცდილების მქონე ექსპერტების მიერ თქვენი კომპანიის პროდაქშენის სრულად მართვას, ნაკლები დანახარჯებით უფრო მაღალი მარკეტინგული ეფექტის მიღწევისათვის. ჩვენ სწორედ ამაში ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, ჩვენ ვხდებით მათი გუნდის წევრები და გვერდში ვუდგავართ დასახული მიზნების მიღწევაში.