ხელოვნური ინტელექტი, რომ ჩვენს ქმედებებს აკვირდებოდეს, თუნდაც ერთი კვირა, ის ძალიან გაოცდებოდა. წარმოიდგინეთ, პირდაპირ ჩვენს თავთან, დაკიდებულია დამწიფებული, მოსაკრეფად გამზადებული ნაყოფი, მხოლოდ ერთი ხელის მიწვდენაა საჭირო, ჩვენ კი რატომღაც ვცდილობთ ხის კენწეროზე მყოფებს მივწვდეთ.
ადამიანებს ხშირად აქვთ შესაძლებლობები თვალწინ, მაგრამ ეძებენ სადღაც შორს. რაღაც ჩვენს ტვინში მათ ჩვენთვის უხილავად აქცევს.
რა არის ეს?
ე. წ. იოლი ნაყოფი — ეს ჩვენი რეალობის ისეთი მომენტებია, როდესაც რეზულტატის მისაღწევად მხოლოდ ხელის გაწვდენა ანუ მინიმალური მოქმედებაა საჭირო. ისინი არ მოითხოვენ რაიმის გამოგონებას, ახალი პროექტის დაწყებას და ა.შ. ეს შესაძლებლობები ხშირად გვეძლევა, თუმცა დროზე მოუწყვეტელი ნაყოფის მსგავსად ლპება და მიწაზე ეცემა, ისე რომ ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ.
ამ რჩევის მთავარი თემა ის კი არ არის, როგორ შევქმნათ შესაძლებლობები, არამედ ის თუ, როგორ შევამჩნიოთ ისინი, რომლებიც უკვე არსებობენ
თქვენ გამონაკლისი არ ხართ
ნუ იფიქრებთ ახლა, რომ მხოლოდ თქვენა ხართ ისეთი “უნიკალური”, რომ მხოლოდ თქვენ არა გაქვთ ამის შესაძლებლობა. დამიჯერეთ, ეს ყველას შეუძლია. ეს შესაძლებლობები მუდამ ჩვენს გვერდითაა, უბრალოდ საჭიროა მათი ამოცნობა.
თუ ვერ ხედავთ იოლად მოსაწყვეტ ნაყოფს, ესე იგი მიზანი არასწორად გაქვთ დაყენებული. თუ გინდათ ცხოვრებაში წარმატების მიღწევა, ეს სასწრაფოდ უნდა გამოასწოროთ.
ყველა ადამიანს იოლი ნაყოფის აქტივაციაზე თავისი წარმოდგენა აქვს. ერთისთვის ის ერთი ხელის მოსმით 10 000 ლარის შოვნაა. მეორესთვის კარგი სამსახურის დაწყება. მესამესთვის საჭირო კონტაქტების გაჩენა და ა.შ.
ჩვენი ტვინი არ უყურებს ამ ნაყოფებს, არა იმიტომ, რომ ის არ მოგვიტანს რეზულტატს, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობთ ის არ მოგვიტანს რეზულტატს, რომელიც ჩვენ გვინდა.
ზუსტად ჩვენი არაადეკვატურობა არ გვაძლებს საშუალებას დავინახოთ შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენს თვალწინაა.
ეს საბაზისო უნარებია
ის განსაზღვრავს შენს მიღწევებს და საბოლოო რეზულტატებს. ეს არა თუ დინების წინააღმდეგ, არამედ პირიქით პოტენციური შესაძლებლობების ნაკადის აღმოჩენა და მასში გადაშვებაა.
ეს შეგიძლიათ შეადაროთ საკეტს, რომლის მექანიზმი შედგება თქვენი წინა მოქმედებების, მიღებული ცოდნის და გამოცდილების, ხალხისადმი დამოკიდებულებისაგან და აკლია მხოლოდ ერთი ელემენტი — გასაღები. ხოლო გასაღები — ეს თქვენი ფინალური მოძრაობაა, რომელიც შედეგამდე მიგიყვანთ.
იოლი ნაყოფის ფორმულა
ახლა ჩვენი მიზანია, თქვენი ხედვის ოპტიკის სწორად ფოკუსირება.
პირველი, იცოდეთ, რომ უოლი ნაყოფის ფორმულა მოგცემთ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ, თუმცა შესაძლოა არა იმას, რაც თქვენ ამ მომენტში გინდათ.
მეორე, ამ ფორმულის გააქტიურებისთვის თქვენი მაზანდასახულობა და აქტიური მოქმედებებია საჭირო.
მესამე, დიდი ალბათობით ნაყოფი იმ არეშია, რაც თქვენ აქამდე ყველაზე კარგად და მარტივად გამოგდიოდათ.
მეოთხე, თქვენ ნათლად უნდა აცნობიერებდეთ, რომ ამის გაკეთება იქნება უკეთესი. თუმცა ფაქტი არაა, რომ ეგრევე ბევრი ფული მოვა.
მეხუთე, თქვენს თავში უკვე დიდი ხანია ეს აზრები ტრიალებენ, შესაძლოა ისინი მაშინაც კი ბრუნდებიან, როდესაც თქვენ მათ მრავალჯერ განდევნით.
და ბოლოს, ყველაზე უკეთესია უშუალოდ ჰკითხო რვევა იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე მიაღწიეს მიზანს.
სად ვიპოვოთ ისინი?
თქვენი ყურადღება შემდეგ სფეროებს მიაქციეთ:
ადამიანები, რომლებსაც თქვენ უკვე იცნობთ
თქვენ უკვე გაქვთ ურთიერთობა იმ, კატეგორიის ხალხთან, ვინც შესაძლოა მომავალში გამოგადგნენ. გახდნენ თქვენი კლიენტები, გაგიყვანონ კლიენტებზე. მოგცენ ფული, რესურსი ან ინფორმაცია შემდგომი განვითარებისათვის.
აქტივები, რომლებსაც თქვენ უკვე ფლობთ
აქტივი — აქ არ იგულისხმება აუცილებლად ქარხანა ან საწყობი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი (საქონელი, ფართი, მოწყობილობა, უნარები ან ინფორმაცია), რომელიც რეალურ ფასეულობას წარმოადგენს.
წარმატებული გარიგება და სამუშაო, რომელიც თქვენ უკვე გაგიკეთებიათ
სამუშაო, რომელსაც ოდესმე თქვენ თავი კარგად გაართვით. ეს ყოველთვის იმის მაჩვენებელია, რომ ზუსტად მაქ არის კონცენტრირებული თქვენი მთავარი ფასეულობა. ეს ნიშნავს, რომ სადღაც ახლოს არის სასურველი ნაყოფიც.
სწორი მოვლენები, რომლებიც მოხდება
კონფერენცია, სემინარი თუ სხვა შეკრება, სადაც ბევრი საჭირო ხალხი და შესაბამისად ბევრი კარგი შესაძლებლობაა. როგორ უნდა მოიქცეთ? ისე, როგორც შეგიძლიათ. შეგიძლიათ გამოხვიდეთ სიტყვით – გამოდით. როგორც მინიმუმ გაიცანით ხალხი და შეაგროვეთ კონტაქტები.
იმისათვის, რომ დაინახოთ იოლი ნაყოფები, დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები
- როგორ გამოგიმუშავებიათ თქვენი ყველაზე დიდი ფული?
- რას მიმართავთ ხოლმე, როდესაც სასწრაფოდ გჭირდებათ ფული გადაუდებელი საქმეებისათვის?
- რა ისედაც მუშაობს თქვენს ხელში და შეგწევთ უნარი გააუმჯობესოთ რეზულტატი?
- რა იყო თქვენს საქმიანობაში ისეთი, როდესაც ნაკლები დაძაბვით უმაღლესი რეზულტატი მიგიღიათ?
- ბიზნესის რომელ მიმართლებას მოაქვს ყველაზე მეტი ფული?
- რომელი პროდუქტები იყიდება მარტივად და დიდი რაოდენობით?
- კლიენტების მოზიდვის, რომელი საშუალება მუშაობს ყველაზე კარგად?
- რომელია ის საქმიანობა, რომლის დაწყება ყველაზე მეტად გაგიადვილდებათ?
- ვინ გამოთქვა უკვე თქვენთან მუშაობის სურვილი?
- ვინ იცით, მათ შორის ვისთანაც ადრე გიმუშავიათ, რომ საიმედოა?
ყოველთვის არსებობს ერთი მეთოდი, რომელიც უტყუარად მოქმედებს და შეუძლია მოიტანოს ბევრი დაკვეთები და ფული
გააკეთეთ 50 ზარი, მათთან ვისთანაც უკვე გაგიკეთებიათ წარმატებული პროექტები და შესთავაზეთ კვლავ თანამშრომლობა
გაითვალისწინეთ, ამ მეთოდით აბსოლიტურად ყოველი ცდა წარმატებული გამოდგა, თუ რა თქმა, უნდა ის გაკეთებული იყო არა ვალის მოხდის მიზნით, არამედ გულით. ერთი ჩემი ნაცნობი უმუშევარი ფინანსისტი, გაოცებული იყო, როდესაც დარეკვების შემდეგ რამდენიმე სარფიანი წინადადება მიიღო. როდესაც ვკითხე, რატომ არ აკეთებდა ამას ადრე, პასუხი ასეთი იყო: «მეგონა, რომ ყველა ვისაც დავურეკე უკვე დაკავებული იყო სხვა საქმით და არ ექნებოდათ დრო». მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი სავსებით არ იყვნენ წინააღმდეგნი ხელი მოეკიდებინათ დამატებითი საქმისათვის. და მათაც ანალოგიურად ეგონათ, რომ ჩემი ნაცნობი ფინანსისიტიც დაკავებული იყო “სხვა საქმით”.
არ იფიქრო ზედმეტი. იმოქმედე და მოწყვიტე ნაყოფი.
რაღა დარჩა
მთავარია ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ იმოქმედო. არა ის, რომ მოინიშნო რაღაცეები და გადახვიდე სხვა სტატიის კითხვაზე. და კიდევ ერთი, რადგან სტატიის ამ ნაწილსაც კითხულობ, ეს ნიშნავს, რომ მართლაც გინდა ცვლილებები და არა ისევ ძველებურად წრეებზე სიარული.
შეჩერდი ერთი წამით. აიღე ცარიელი ფურცელი და კალამი. დააწერე «სად არის შენი ყველაზე იოლი ნაყოფი?». დაიწყე ძებნა
ჩაწერეთ ყველაფერი. თუნდაც თავში ერთი შეხედვით სისულელეები მოგდიოდეთ. შემდეგ აიღეთ და შემოხაზეთ სამი ყველაზე მისაღები. ეს შესაძლოა იყოს ზარი ან სმს საჭირო ადამიანთან. ამის გაკეთება არაა რთული. რთულია გადაწყვიტო ეს. უნდა გადაწყვიტო. უნდა გიხაროდეს, რომ შენს ცხოვრებაში რეალური ცვლილებები დაიწყო.
P.S. სიის შედგენისას არ შეეცადო აზრების სწორი ფორმულირების შერჩევას. დაწერე როგორც მოგდის თავში, მთავარია შენ იცი მათი აზრი. შეგიძლია დაწერილი აზრების სია მეგობრებთან ერთად გაიარო და მათ სიასაც გადახედო. შესაძლოა იქაც რაიმე საინტერესო ნახო.