კომპანიის წარმატებული ფუნქციონირებისთვის და განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ის ფლობდეს სრულ ინფორმაციას სამართლებრივი გარემოს შესახებ, შეეძლოს მოსალოდნელი რისკების გამოვლენა, ჰქონდეს მათი მართვის გარკვეული სისტემა, ახდენდეს რეაგირებას არსებულ ცვლილებებზე და თავიდან აიცილოს დოკუმენტაციის არასრულფასოვნების გამო შესაძლო რისკები და მათთან დაკავშირებული ზედმეტი გართულებები.
ქართული კომპანიების უმეტესობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უთმობს ყურადღებას სამართლებრივ საკითხებს, როცა რაიმე კონკრეტული პრობლემა წარმოიშვება. არ ახორციელებენ სამართვებრივი რისკების წინასწარ ანალიზსა და შეფასებას, რაც მათ მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნით სამართლებრივი კუთხით.
სამართლებრივი რისკ-ფაქტორებია:
- არაკვალიფიციურად შედგენილი კონტრაქტები, რომელიც არ მოიცავს კომპანიისათვის მნიშვნელოვან საკითხებს ან პირიქით დატვირთულია ზედმეტი პუნქტებით;
- გაუმართავი და არასრული სამართლებრივი დოკუმენტაცია, მათი მიმოქცევის და შენახვის მონიტორინგის არ არსებობა;
- გარკვეული მოქმედებების სამართლებრივი შედეგების შეუფასებლობა;
- კომპანიისათვის მნიშვნელოვანი კანონების და ნორმატიული ცვლილებების საქმის კურსში არ ყოფნა;
რა უნდა გაკეთდეს:
კომპანიის სამართლებრივი კვლევის ჩატარება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
მიმდინარე რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია;
რისკების მართვის სრულყოფილი სისტემის შემუშავება;
იმ დოკუმენტაციის შედგენა/აღდგენაში, რომელიც განადგურებულია ან არ არსებობს და აუცილებელია სხვადასხვა სამართლებრივი რისკების თავიდან ასაცილებლად.
ჩვენ გთავაზობთ
ჩვენი ექსპერტები, რომელთაც ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, შეისწავლიან თქვენს კომპანიაში არსებულ სამართლებრივ დოკუმენტაციას, თუ რამდენად სრულყოფილად და კვალიფიციურადაა ისინი მომზადებული. გააანალიზებენ თქვენს კომპანიაში არსებულ სამართლებრრივ მდგომარეობას და მოახდენენ რისკების შემცირებას. შეიმუშავებენ და და მოგცემენ რეკომენდაციებს.