მრავალი წარმატებული კომპანია მიზნად ისახავს სახელმწიფო თუ კერძო ტენდერებში მონაწილეობის და გამარჯვების გზით ახალი პროექტების მოზიდვას და განხორციელებას. ამასთან, სატენდერო მოთხოვნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კომპანიის მენეჯმენტი სრულად იყოს ფოკუსირებული ტენდერებზე და კარგად ერკვეოდეს ტენდერის ნიუანსებში, ხოლო წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდეს მკაცრ სატენდერო მოთხოვნებს.
კომპანია მზად, რომ იყოს ნებისმიერი სახის ტენდერში წარმატებული მონაწილეობისათვის, საჭიროა სამართლებრივად გამართული და სრულყოფილი დოკუმენტაცია, ამისათვის კი აუცილებელია ინფორმაციის ფლობა საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, მისი დროულად შეგროვება და წარდგენა, შემდეგ კი სპეციალური ბაზის შექმნა, სადაც განთავსდება ყველა აქამდე მოთხოვნილი სამართლებრივი დოკუმენტაცია.
თუ გსურთ, რომ ნებისმიერ ტენდერში მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა და გქონდეთ წარმატების სხვებზე მეტი შანსი, ამასთან შექმნათ მომავალ ტენდერებში მონაწილეობის სამოქმედო სისტემა, რომელიც კომპანიისთვის ყოველი მომდევნო ტენდერში მონაწილეობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება
ჩვენ გთავაზობთ
ტენდერებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჩვენი ექსპერტების დახმარებას, რათა მოხდეს ტენდერებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიება, შეგროვება და სრულყოფილ მდგომარეობაში დროულად მოყვანა, შემდეგ კი მოცემული დოკუმენტაციის მიხედვით სატენდერო განაცხადის შევსება და მასში წარმატებული მონაწილეობის მიღება.