კომპანიები ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით სხვადასხვა დროს სხვადასხვა ეტაპზე დგანან და მათ წინაშე დგება ფრანჩაიზ ქსელის განვითარების საკითხი. ფრანჩაიზინგი არის კომპანიის უფლება გამოიყენოს სხვა კომპანიის ბიზნეს მოდელი და ბრენდი დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ფრანჩაიზერისათვის, ეს არის ალტერნატიული შესაძლებლობა ააწყოს „მაღაზიათა ქსელი“ საკუთარი პროდუქციის გასაყიდად, რითაც თავიდან იცილებს ქსელის შექმნის ხარჯებს და საინვესტიციო ტვირთს.

რა უპირატესობა აქვს ფრანჩაიზ ქსელს?

იმ შემთხვევაში, თუ ფრანჩაიზს ანვითარებ ქვეყნის ფარგლებს შიგნით გამოდის, რომ შენ სხვისი ფულის საშუალებით ყიდულობ ბაზრის გარკვეულ ნაწილს, რაც გაძლევს ბაზრის წილი ზრდის საშუალებას და ამავდროულად გეძლევა შესაძლებლობა გაზარდო შენი პროდუქტის საბითუმო გაყიდვები.

ფრანჩაიზი ძალიან კარგი მიმართულებაა, თუმცა საქართველოს ბაზარზე წარმატებული ფრანჩაიზის შექმნა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რადგან ფრანჩაიზის გაყიდვაზე დაწყებული მოლაპარაკებები საკმაოდ ნაადრევია ხოლმე და შესაბამისად, ის წარუმატებლად მთავრდება.

თუ თქვენ გჭირდებათ ფრანჩაიზ სპეციალური სერვისი, რომელიც გულისხმობს კომპანიის მომზადებას ფრანჩაიზის გასაცემად. ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ კომპანიაში ყველაფერი უნდა გახდეს სტანდარტიზირებული როგორც მარკეტინგის, ასევე გაყიდვების, ფინანსების, აღრიცხვიანობის, ბრენდინგის და სხვა მიმართულებებით.

ჩვენ გთავაზობთ

ჩვენი ექსპერტების მიერ თქვენი კომპანიის შესწავლას, სამოქმედო გეგმის შემუშავებას, თუ რისი გაკეთება არის ფრანჩაიზის გაცემის მზადყოფნისთვის აუცილებელი, კომპანიაში ტარდება გარკვეული ცვლიელებები და ვიწყებთ ფრანჩაიზ ქსელის განვითარებას.

ამასთანავე მოხდება არა მხოლოდ კომპანიის მომზადება ფრანჩაიზისთვის, არამედ ფრანჩაიზის გაყიდვაც, ანუ პოტენციური ინვესტორების მოძიება, რაც საშუალებას  მოგცემთ  გაზარდოთ ბაზრის წილი და საბითუმო გაყიდვები, ეს კი საბოლოოდ, თქვენი კომპანიის მოგების ზრდაზე აისახება.

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე