თანამედროვე სამყაროში IT სისტემები ყოველდღიურად და სწრაფად ვითარდება, გამოდის ახალი პროგრამები და სერვისები. ყველასათვის ნათელია, რომ თანამედროვე ბიზნესი სულ უფრო ციფრული ხდება. ცვალებად ციფრულ სამყაროში თქვენი ბიზნესისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაუწიოთ კონკურენცია სხვა კომპანიებს, მათ შორის უმთავრესად IT სფეროში. ჩვენი კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას თქვენი ბიზნესი ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ და არ ჩამორჩეთ თანამედროვე კონკურენციის მოთხოვნებს.

ურთიერთდაკავშირებული კომპიუტერები და სხვა მოწყობილობები ქმნიან კომპიუტერულ ქსელს(network). როგორც წესი კომპიუტერული ქსელი ხშირად ვითარდება და იძენს ბევრ მოწყობილობებს და ახალ სერვისებს. ჩვენ გთავაზობთ კომპიუტერული ქსელის დაგეგმვას და მონტაჟს, ასევე თქვენი ბიზნესისთვის საჭირო სერვისების დანერგვას, რაც მთავარია სწორი დაგეგმარებით თქვენ მიიღებთ მაქსიმალურ დაცულობას და სწრაფ ქსელურ კავშირს.
კომპიუტერული ქსელის დანერგვა შედგება რამდენიმე ეტაპისაგან, ისეთი როგორიც არის “დაგეგმარების და მომზადების ეტაპი”, “კაბელების და სისტემების მონტაჟი”, “მოწყობილობების მონტაჟი და კონფიგურაცია”.

ჩვენი სერვისებია:

✅ კომპიუტერული ქსელის დაგეგმვა, კაბელირება, მონტაჟი, ქსელის გამართვა.
✅ WiFi დაკონფიგურირება
✅ როუტერების კონფიგურაცია სხვადასხვა ბრენდების (Cisco, MikroTik, D-Link, TP-Link და სხვა) ორიენტირი აღებულია მოქნილობაზე და დაცულობაზე.
✅ სერვერების ინსტალაცია და დაკონფიგურირება
✅ VPN კავშირის დამყარება (რამდენიმე ფილიალის გაერთიანება ერთ ქსელში). თუ გინდათ, რომ თქვენი ქსელი იყოს დაცული და პრივატული.
✅ IP ტელეფონია (FreePBX სერვერის ინსტალაცია და დაკონფიგურირება). დაცული კავშირი თანამშრომლებთან და ჩვეულებრივ სატელეფონო ხაზსთან ბევრად დახვეწილი და მრავალფუნქციური.
✅ IP კამერების მონტაჟი და კონფიგურაცია. DVR მოწყობილობების დაკონფიგურირება. ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან IP კამერებს და შეღავათიან ფასებში.
✅ უკვე არსებული შიდა ქსელის გამართვა და პრობლემების მოგვარება. სუსტი წერტილების გამოვლენა ქსელში.

ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობის უპირატესობანი: 

კომპეტენტურ და გამოცდილი ექსპერტების გუნდი, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება თანამედროვე IT გადაწყვეტილებების დანერგვასა და მართვაში; არსებული სისტემების მაქსიმალურად სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაყვანაში ახალ, გაუმჯობესებულ სისტემებზე.
და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია მიიღოთ მაღალი ხარისხის მომსახურება მაქსიმალურად მისაღებ ფასად.

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე