რას ნიშნავს თრაბლშუთინგი (Troubleshooting)?

 

ეს არის კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებარომელიც მიზნად ისახავს ნებისმიერი კომპანიის ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას!

მოკლედ, რომ ავხსნათ თრაბლშუთინგის არსი, ესაა მომსახურება რომელსაც მიმართავენ მაშინ, როდესაც ყველა სხვა ხერხი ამოწურულია და თავად კომპანიას პრობლემის გადაწყვეტა არ შეუძლია. კომპანიები სხვადასხვა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე: არარენტაბელური წარმოების პროცესი, გაყიდვების ჩავარდნა, ძლიერი კონკურენტები ბაზარზე, კადრების დაბალი კვალიფიკაცია, აქტივების მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოყენების შეუძლებლობა, განვითარების შემაფერხებელი ზედმეტი პროცესები და ბიუროკრატია, ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანებები.

თრაბლშუთერი ახდენს პრობლემის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირებას. ეს არის პრობლემის შინაარსის ლოგიკური, სისტემური გაანალიზება, მისი წარმოქმნის ფარული მიზეზებისა და გამომწვევი სიღრმისეული შინაარსის გამოვლენა.

პრობლემის გადასაწყვეტად კი საჭიროა არაორდინალური და გამჭრიახი გამოსავლის პოვნა, რაც მთლიანად თრაბლშუთერზეა დამოკიდებული.

ამ სერვისზე მსოფლიოში ძალიან დიდი მოთხოვნაა, მსოფლიოს საუკეთესო კომპანიები ცდილობენ მაღალი დონის თრაბლშუთერების დაქირავებას. თრაბლშუთინგი საშუალებას აძლევს კომპანიებს არამარტო დასახონ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა სახის (მათ შორის ტექნიკური) პრობლემების მოგვარების გზები, ასევე მოახდინონ მათი ფინანსური, საკადრო და სხვა სახის რესურსების ოპტიმიზაცია. თრაბლშუთინგი აუცილებელიცაა ყველა იმ ორგანიზაციისათვის, რომლებიც სერიოზულად უყურებენ თავიანთი სტრატეგიული განვითარების მომავალს და მათი მიზანი ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებაა. სწორედ ამ სახის მომსახურებას უწოდებენ თრაბლშუთინგს.

როგორც წესი, თრაბლშუთერები დიდი კომპანიების პრობლემების მოგვარებაზე მუშაობენ, თუმცა ზოგჯერ კერძო პირების პრობლემებსაც წყვეტენ.

ამ სახის კომპანიები ძალიან ცოტანი არიან, ხოლო საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიაში ეს უნიკალური შემთხვევაა. თრაბლ-შუთერისთვის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი – რეპუტაციაა. ისინი, ამ გამონათქვამის პირდაპირი მნიშვნელობით, ხელიდან ხელში გადადიან, ხოლო დამკვეთები ზედმიწევნით მალავენ მათ ვინაობას საკუთარ კონკურენტებთან. თრაბლშუთერის ერთადერთი რეკლამა – 100%-იანი შედეგია.

პრობლემასთან კომპრომისი დაუშვებელია.

დაგვიკავშირდით

თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე