კომპანიას თავისი საქმიანობის პერიოდში ხშირად უწევს სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების გაფორმება, რაც ძალზე საპასუხისმგებლო პროცესია. არასწორად ან საკუთარი ინტერესების შეუსაბამოდ გაფორმებული ხელშეკრულება კომპანიას მომავალში მნიშვნელოვანი რისკების და დანაკარგების საფრთხის წინაშე აყენებს.
ამიტომ უმნიშვნელოვანესია ხელშეკრულებების მართვა პროფესიონალების მიერ, რაც გულისხმობს უკვე დადებული ან მომავალში დასადები ხელშეკრულებების შინაარსობრივ და სამართლებრივ ანალიზს, მომზადებას, ცვლილებების შეტანას, სწორად გაფორმებას, რეგისტრაციას, ხოლო შემდეგ კი მისი შესრულების მონიტორინგს.
რას მოიცავს ხელშეკრულებების მართვა?
- ნებისმიერი სახის (ნასყიდობა, ჩუქება, თხოვება, ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, ნარდობა, ვალდებულებით-სამართლებრივი უზრუნველყოფის ხელშეკრულებები და ა.შ.) სახელშეკრულებო-სამართლებრივი გარიგების (ხელშეკრულების) პროექტის მომზადება, მათი გაფორმებისა და რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
- შესაბამისი გარიგების (ხელშეკრულების) პროექტების მომზადება, პოტენციურ კლიენტებთან, დამკვეთებთან და კონტრაქტორებთან მოლაპარაკების წარმართვა, ხელშეკრულებების მომზადება და ანალიზი, ხელშეკრულების შედგენა, დადება და მისი შესრულების მიმდინარეობის კონტროლი;
- შპს, სააქციო საზოგადოებების, კომანდიტური საზოგადოებების, საამშენებლო ამხანაგობების და სხვა სამართლებრივი წარმონაქმნების შექმნა და რეგისტრაცია, მათთან დაკავშირებული სადაო საკითხების რეგულირება. ყველა ამ საკითხზე კონსულტაციის გაწევა.
- კონსულტაცია უძრავი ნივთების ფლობასთან, სარგებლობასა და განკარგვასთან, ამ ნივთების როგორც ვალდებულებათა უზრუნველყოფის საშუალებად (იპოთეკა) გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- შრომის კოდექსის საფუძველზე და მოთხოვნათა შესაბამისად დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობა რეგულირება და შრომითი ხელშეკრულებების მომზადება.
- უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზი, რისკების შეფასება და ცვლილებების რეკომენდაციების შემუშავება, მათი მუდმივი მონიტორინგის სისტემატიზება შინაარსისა თუ ქრონოლოგიის მიხედვით.
კომპანიისათვის ხელშეკრულებების მართვის უდიდესი პლიუსი არის ის, რომ კომპანია ერთდროულად ღებულობს პროფესიონალების სამართლებრივ და შინაარსობრივ დახმარებას ხელშეკრულების შედგენის და გაფორმების დროს, რაც მინიმუმამდე ამცირებს რაიმე სახის რისკებს და გართულებებს კომპანიისათვის.
ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში დაგეხმარებათ იმისათვის, რომ კომპანიაში გქონდეთ მოწესრიგებული ხელშეკრულებები, წარმატებით განახორციელოთ სხვადასხვა პროექტები და თავი აარიდოთ გაუთვალისწინებელ პრობლემებს. თუ თქვენ თვლით, რომ ამ სახის დახმარება გესაჭიროებათ
ჩვენ გთავაზობთ
ჩვენ ექსპერტები ჩაატარებენ თქვენი კომპანიისათვის საჭირო ხელშეკრულების, როგორც შინაარსობრივ, ასევე სამართლებრივ ანალიზს. მოამზადებენ შესაბამის პროექტებს, დრაფტებს და რეკომენდაციებს. მონაწილეობას მიიღებენ მეორე მხარესთან მოლაპარაკებების და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.
ასევე გამოიკვლევენ უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებს და დოკუმენტაციებს, გაანალიზებენ და გასცემენ საჭირო რეკომენდაციებს, მოახდენენ კორექტირებას და შემდგომ მონიტორინგს.