შენ შეიძლება ჩათვალო, რომ ეს მორიგი სამოტივაციო სტატიაა და თავიდან არ მიაქციო სათანადო ყურადღება მის მნიშვნელობას, თუმცა ეს სტატია ნამდვილი პრაქტიკიდანაა.
გრიგოლ ფხაკაძე მოგითხრობთ იმ ერთადერთ ქმედებაზე, რაც შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
ფაქტი. პოტენციალი. ტანჯვა. ოცნება.
დიდი ხნის განმავლობაში ვიკვლევდი, თუ რა განაპირობებს ცხოვრებაში რეზულტატის მიღწევას. ვეძებდი იმ მნიშვნელოვანს, რისი შესრულებაც შეცვლიდა ყველაფერს და მიმიყვანდა სასურველ შედეგამდე. ის რისი შესრულებაც წარმატების აუცილებელი წინაპირობაა.
არ დავიწყებ თქვენს დაიმედებას და იმაზე საუბარს, რომ ყველაფერი კარგადაა. რადგან ამ სტატიას კითხულობ ესე იგი ყველაფერი ცუდადაა. ყველას, მათ შორის მეც, ჰქონია უიღბლობის პერიოდი, როდესაც რაც არ უნდა გეკეთებინა, გქონდა განცდა, რომ არ აკეთებ იმას, რაც საშენოა, თითქოს არ ცხოვრობ შენი ცხოვრებით და შენი პოტენციალის სრულად რეალიზაციას ვერ ახდენ.
ვსახავდი მიზნებს, ვაწყობდი გეგმებს, თუმცა აქედან არაფერი გამოდიოდა, ვიწყებდი პრობლემების ძებნას გარემოცვაში, გარე ფაქტორებში, უიღბლობაში, ერთი სიტყვით ყველაფერში საკუთარი თავის გარდა.
ნაცნობი გრძნობაა? არარეალიზებული პოტენციალის გრძნობა — აი ეს არის ტანჯვა.
ტანჯვა = პოტენციალს – ფაქტი
ყველა ადამიანს ტანჯვის თავისი დონე აქვს. ტანჯვა მათემატიკური ფორმულით, რომ გამოვთვალოთ: გინდათ გამოიმუშაოთ 5 000 — ეს პოტენციალია, გაქვს 1000 — ეს ფაქტია. შესაბამისად ტანჯვის დონეა — 4000. მათ ვისაც 1000- ის პოტენციალი აქვთ, გეტყვიან: «იტანჯები? ნახე რა კარგი სახლი, მანქანა გყავს. შენ ყველაფერი წესრიგში გაქვს.” ჩვენ ვისმენთ მათ ლაპარაკს და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი წესრიგშია.
მაგრამ, როგორც ერთი ჩემი ნაცნობი ფინანსისტი იტყოდა: «თუ გეჩვენებათ, რომ ღვინოს ძმრის სუნი აქვს, ესე იგი ის მართლა დაძმარდა». თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ, ამ ღვინის სმას თითქოს არც არაფერი ხდება.
წარმოიდგინეთ, რა იქნება 3 წლის შემდეგ, თუ თქვენს ცხოვრებას დღესვე ძირეულად არ შეცვლით.
რამდენს გამოიმუშავებთ? რა თანამდებობაზე იქნებით? რა პერსპექტივები გექნებათ?
თუ თქვენ არ მოგეწონათ ის, რაც წარმოიდგინეთ — მაშინ თქვენს მიმდინარე მდგომარეობაში რაღაც სასწრაფოდ შესაცვლელია. არადამაკმაყოფილებელი მომავლის საპასუხოდ თქვენ უნდა გაგიჩნდეთ გეგმა «ო« — ოცნება.
ოცნება — ეს საკუთარი თავის მომავლის უკეთეს ვერსიაში ხედვაა, რომელიც არ მოხდება თუ არ გამოიყენე ძალისხმევა, ზეძალისხმევა. თუ დავტოვებთ ყველაფერს როგორც არის, რაღაც შესაძლოა შეიცვალოს უკეთესობისკენ თავისთვის. თქვენ მოგემეტებათ გამოცდილება, და შედეგები ცოტათი შეააძლოა გაუმჯობესდეს. მაგრამ ოცნება არ ახდება.
ზოგიერთი თქვენგანი შესაძლებელია ახლა აღმავლობის გზაზეც იყოს, თუმცა ბიზნესის და ზოგადად ცხოვრების წესია – აღმასვლას ადრე თუ გვიან დაღმასვლა მოსდევს. მე თავის დროზე 12 მიზანი დავისახე, ვშრომობდი და ბოლომდე ვიხარჯებოდი, თუმცა ამ 12-დან 6 მიუღწეველი დამრჩა. რაღაცამ არ იმუშავა.
რა უნდა მოიმოქმედო, როდესაც ყველაფერი გააკეთე, მაგრამ მაინც არ გამოგდის ის რაც გინდა?
განვიხილოთ ჭაჭვი: «ტანჭვა — კაიფი — ოცნება».
ტანჭვა — ეს განსხვავებაა პოტენციალსა და ფაქტს შორის, თქვენი მდგომერეობა ამ მომენტისათვის. კაიფი — მოძრაობაა ოცნებისაკენ, საშუალოვადიანი მიზნების მიღწევა. რათა მიზანს მიაღწიო უნდა იცხოვრო კაიფით. როგორ?
რაც არ უნდა გააკეთო ესაა — დასახო მიზნები ტანჯვის მდგომარეობიდან გამომდინარე. უნდა წარმოიდგინო ოცნება, და უკვე მისი მდგომარეობიდან დასახო მიზნები. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს: არ დასახოთ მიზნები ტანჯულის ანუ დაღმასვლის პოზიციიდან. წარმოიდგინეთ იდეალური მდგომარეობა და მხოლოდ მისი პოზიციიდან განსაზღვრეთ მიზანი, რომელიც აუცილებლად ოცნებამდე მიგიყვანთ.
წარმოიდგინეთ მაქსიმუმი, რაც შეგიძლიათ გამოიმუშავოთ. რა თანხაზე გაგეცინებათ? 10 000 ლარი წელიწადში? 100 000? შეიძლება მილიონი? თანხა, რომელზეც აღარ გაიცინებთ ია თანხაა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშავოთ.
არ შეძლება რაიმე გინდოდეს, თუ მისი გაკეთება არ შეგიძლია
თქვენ არ გინდათ გახდეთ აშშ-ს პრეზიდენტი და შესაბამიაად არ იტანჯებით ამის გამო. ტანჯვა არ არსებობს იმის გამო რასთანაც არ გაქვთ შეხება. თუ შეგიძლიათ რაიმე მიზნად დასახოთ, დამიჯერეთ, ის თქვენი შესაძლებლობების სფეროშიცაა. შეიძლება არა ერთბაშად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ორ, სამ ან ხუთ წელიწადში, მაგრამ მონდომების და სწორი ნაბიჯების შემთხვევაში თქვენ მას მიაღწევთ.
შემდეგმა აზრმა მე გადამარჩინა. რადგან მე ვცდებოდი ძალიან ხშირად. როდესაც ათეულობით ცდის შემდეგაც არ გამოდის შეკრული წრიდან გამოსვლა და გინდა დანებდე. თუმცა ეს გახდა ჩემი მანტრა.
ყველაფერი, რასაც თქვენ ახარჯავთ ძალიხმევას და სწორად აკეთებთ, ადრე თუ გვიან გამოდის