„ტ) მეოთხე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ტ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;
ტ.ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;
ტ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება;

წამყვანი აუდიტორული და საბუღალტრო ჯგუფის Prime Audit & Consulting -ის სასწავლო ცენტრი Prime Academy / პრაიმ აკადემია -ში გთავაზობთ ყველაზე რეიტინგული სასწავლო პროგრამების ციკლს ?.
? IV კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი

?‍? კურსის მენტორი: მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ლექტორი და ბიზნეს ტრენერი, ფინანსისტი და აუდიტორი – ამირან კილაძე.

? სასწავლო კურსი განკუთვნილია ბუღალტრებისათვის, აუდიტორების და ფინანსისტებისათვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სამსახურებრივად აქვს ვალდებულება ან კავშირი საწარმოების წლიური ანგარიშგების წარდგენასთან.

კურსის მიზანია მსმენელებმა წარმატებით შეძლონ საწარმოს წლიური ანგარიშგების წარდგენა საქართველოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონმდებლობის შესაბამისად, გაერკვნენ კანონის ნიუანსებსა და პრაქტიკულ დეტალებში. ამასთან მიიღონ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული „პრაიმ აკადემიის“  ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

?ტრენინგზე განხილული იქნება მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი სრულად, გაანალიზებული იქნება სხვადასხვა ქეისები და მრავალი მაგალითი. ტრენინგი ინტერაქტიურია – მსმენელებს საშუალება ექნებათ დაუსვან ტრენერს შეკითხვები.

☑️ სემინარის ფორმატი იქნება ინტერაქტიური, რაც ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმს, რა დროსაც მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ კონკრეტულად მათ ორგანიზაციებში არსებული პრობლემატიკიდან გამომდინარე დასვან კითხვები და მიიღონ კონსულტაციები.

სასწავლო კურსის თემატიკა მოიცავს:

☑️ კურსის სრული აღწერა:
  • ფინანსური ინსტრუმენტები
  • მარაგები;
  • გრძელვადიანი აქტივებიბიოლოგიური აქტივები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში
  • არაფინანსური აქტივების გაუფასურება
  • იჯარა
  • ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები
  • საკუთარ კაპიტალთან დაკავშირებული ოპერაციები მესაკუთრეებთან
  • ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან
  • სახელმწიფო გრანტები
  • დასაქმებულ პირთა გასამრჯელოები
  • მოგების გადასახადი
  • უცხოური ვალუტა
  • საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები

☑️ გარჩეული იქნება საქართველოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თეორიული საკითხები და ნორმების პრაქტიკული მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული კონკრეტული ქეისები.

ტრენინგს გაუძღვება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საგადასახადო კანონმდებლობის ლექტორი და ბიზნეს ტრენერი, ფინანსისტი და აუდიტორი


ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
11 18/12/2023 – 22/12/2023 2 შეხვედრა. 2,30 – 3 საათი  19.30:00 – 22:30 სთ

თანხის გადახდა წარმოებს წინასწარ რეგისტრაციის გავლისას ⭕

✅ კურსის ღირებულება: 150 ლარი

დაგვიკავშირდით

ნებისმიერ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე