თანამედროვე ეპოქაში კომპანიების წარმატებული ფუნქციონირება სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული იმაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობენ მათ შესახებ მომხმარებლები, მომწოდებლები, პარტნიორები და მთლიანად საზოგადოება, რასაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სწორად და კვალიფიციურად წარმოებული PR კამპანია.
PR (Public relations) წარმოადგენს იფორმაციის ნაკადების მართვას საზოგადოებასა და ორგანიზაციას შორის. PR-ის მიზანია მოახდინოს საზოგადოების, პოტენციური მომხმარებლების, ინვესტორების, პარტნიორების, აქციონერების, დებიტორ-კრედიტორების და თანამშრომლების ინფორმირებულობა და დაარწმუნოს ისინი კომპანიის, მისი მენეჯმენტის, პროდუქციის და გადაწყვეტილებების დადებით იმიჯში.
PR მენეჯერი ამყარებს ურთიერთობებს ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფებთან, მედიასთან და სხვა კატეგორიებთან. მის ძირითად მიმართულებებში შედის: კომუნიკაციის კამპანია, წერითი და სხვა სახის სიახლეების გამოქვეყნება, ინტერვიუების დაგეგმვა, მენეჯერებისათვის გამოსასვლელი სიტყვის დაწერა, ორგანიზაციის სპიკერობა, პრესკონფერენციების და ევენთების მოწყობა, ვებ-საიტების და სოციალური მედიისათვის შინაარსის დაწერა, კომპანიის რეპუტაციის და ბრენდის მართვა, კომპანიის შიდა კომუნიკაციების მართვა. ამ სფეროში წარმატება მოითხოვს კომპანიის სამიზნე ჯგუფების ინტერესების ღრმა შესწავლას და გაანალიზებას. კარგმა PR მენეჯერმა უნდა იცოდეს, თუ როგორ მოახდინოს ეფექტურად სამიზნე ჯგუფის ინტერესების კომპანიის ინტერესებთან თანხვედრაში მოყვანა.
PR შესაძლოა დავყოთ სხვადასხვა ტიპებად, მათი შინაარსის და მომხმარებლების მიხედვით:
- პროდუქციის PR – გულისხმობს ახალი პროდუქციის ბაზარზე შესვლის ხელშეწყობას;
- ფინანსური PR – გულისხმობს ურთიეთობის აწყობას მომხმარებლებთან, აქციონერებთან და დებიტორ-კრედიტორებთან;
- კორპორატიული PR – ეხმარება ორგანიზაციის ძირითადი კონცეპციების საზოგადოებამდე მიტანაში;
- თანამშრომელთა PR – ფოკუსირდება დაქირავებით მომუშავეებზე და HR-ზე;
- სამთავრობო PR – მისი მიზანია მთავრობასთან და სახელმწიფოსთან გამართული ურთიერთობების ქონა;
სამწუხაროდ საქართველოში კომპანიებს არ აქვთ ნათლად გათვითცნობიერებული PR-ის მნიშვნელობა, არა გააჩნიათ PR სტრატეგია და PR ამოცანების მიღწევის სამოქმედო გეგმა.
აქედან გამომდინარე, არსებობს მრავალი მიზეზი, თუ რატომ ჯობია PR აუთსორსინგი:
თანხების ეკონომია – PR აუთსორსინგი ბევრად, უფრო იაფია ვიდრე სრულ განაკვეთზე მომუშავე მარკეტინგული გუნდი.
ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვა – ჩვენ გვაქვს კავშირები, საქმიანი ურთიერთობები და მნიშვნელივანი შეღავათები სხვადასხვა სარეკლამო კომპანიებთან, რისი დახმარებითაც ჩვენ გაცილებით ეფექტურად შევძლებთ გამოვიყენოთ თქვენი ბიუჯეტი და მივიღოთ ბევრად უკეთესი შედეგი.
მეტი თავისუფალი დრო მენეჯმენტს – როდესაც გვერდში გყავთ ძლიერი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, თქვენ არ გიწევთ მუდმივი ჩართულობა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელაბაში, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ უფრო მეტად ფოკუსირებული თქვენი ბიზნესის ძირითად მიმართულებებზე.
სისწრაფე – ყოველ ახალ ამოცანაზე არ არის საჭირო დიდი დროის დაკარგვა ახალი თანამშრომლის მოძიებაზე, სამსახურში აყვანა და შემდეგ მისი გაშვება ნაკლებად დატვირთული სამუშაო პროცესის გამო.
გამოცდილება – ჩვენ ვართ PR ბიზნესში, ჩვენს ექსპერტებს PR მუშაობის დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, ვნერგავთ სიახლეებს ჩვენს საქმიანობაში. შესაბამისად ჩვენი სახით თქვენ გყავთ გუნდი, რომელიც მუშაობს ფოკუსირებულად თქვენი მიზნების მიღწევაზე.
სერვისების მრავალფეროვნება – ჩვენი სერვისები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ დამატებით იღებთ კონსულტაციებს სხვა მიმართულებებიდან, მაგალითად როგორიცაა სტრატეგიული მენეჯმენტი, გაყიდვები, აიტი, ზოგადი მენეჯმენტი, ფინანსები და სხვა.
შედეგებზე ორიენტირებულობა – ჩვენ არ ვართ სარეკლამო სააგენტო, რომელიც ორიენტირებულია ძირითადად კლიპების გადაღებაზე და მაღალ ბიუჯეტურ სატელევიზიო არხებზე განთავსებაზე. ჩვენთვის მთავარი თქვენი მიზნებია და სწორედ ამიტომ ფოკისირებული ვართ თქვენთვის სასურველი შედეგების მიღებაზე.
ჩვენ გთავაზობთ
ჩვენ ექსპერტები თავის თავზე იღებენ თქვენი PR სტრატეგიის მართვას, რომლის მთავარი მიზანი კლიენტების რაოდენობის ზრდაა. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა ერთჯერად თანამშრომლობას, არამედ წამყვან ადგილს აღნიშნულ სეგმენტში, სწორედ ამიტომ ჩვენი მიდგომა ინტელექტუალური და შედეგებზე ორიენტირებულია.
ჩვენთან PR-ის აუთსორსინგი მოიცავს 4 ძირითად ეტაპს:
- ყალიბდება PR მიზნები
- განისაზღვრება PR-ის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგიას
- დგება კონკრეტული სამოქმედო გეგმაა, რომელიც უზრუნველყოფს დაგეგმილი შედეგების მიღებას
- ხდება დასახული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია და ზედამხედველობა მის აღსრულებაზე