“ორ რამეა, რასაც ადამიანი ვერ აიცილებს – სიკვდილი და გადასახადები”

ბენჟამენ ფრანკლინი

სამედიცინო სფეროს დაბეგვრა (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი) 

საგანმანათლებლო დაწესებულება „პრაიმ აკადემია“ გიწვევთ საგადასახადო კოდექსის სრულ კურსზე. ტრეინინგს უძღვება „პრაიმ აკადემიის“ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საგადასახადო კანონმდებლობის ლექტორი და ბიზნეს ტრენერი, ფინანსისტი და აუდიტორი – ამირან კილაძე.

სასწავლო კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი ბუღალტრების, აუდიტორების, მენეჯერების, ფინანსისტებისა და იურისტებისათვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურთ სრულყოფილად იცოდნენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

ტრენინგზე განხილული იქნება სამედიცინო სფეროს დაბეგვრის და ანგარიშგების ყველა ასპექტი.

☑️ სემინარის ფორმატი იქნება ინტერაქტიური, რაც ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმს, რა დროსაც მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ კონკრეტულად მათ ორგანიზაციებში არსებული პრობლემატიკიდან გამომდინარე დასვან კითხვები და მიიღონ კონსულტაციები.

სასწავლო კურსის თემატიკა მოიცავს:

ტრენინგზე განხილული იქნება სამედიცინო სფეროს დაბეგვრის და ანგარიშგების ყველა ასპექტი. კურსი მოიცავს, როგორც საგადასახადო, ასევე საბუღალტრო თემატიკას:

  • სამედიცინო სფეროს დაბეგვრის საკანონმდებლო სიახლეები;
  • სამედიცინო სფეროში დასაბეგრი ოპერაციების განხილვა;
  • სამედიცინო სფეროს დღგ-ისგან გათავისუფლების ნაწილი;
  • სამედიცინო სფეროს დღგ-ის პროპორციული ჩათვლის საკითხები;
  • ვაუჩერის დაბეგვრის საკითხები;
  • ლიზინგის დაბეგვრის საკითხები;
  • სამედიცინო სფეროს დაბეგვრის კანონმდებლობის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები;
  • სამედიცინო სფეროს საბუღალტრო ოპერაციები;
  • სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯების აღრიცხვა;
  • სამედიცინო ხარჯის ცნება და ხარჯების კლასიფიკაცია;
  • პირდაპირი ხარჯების ადგილი ანგარიშგებაში;
  • პირდაპირი ხარჯების აღიარების (დარიცხვის) დროითი და დოკუმენტური ასპექტები;
  • ანალიზური კლასიფიკაციის გამოწვევები;
  • სამედიცინო სფეროს ანგარიშგების სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები;
  • შემოსავლების სამსახურის მანუალების და პრაქტიკული ქეისების განხილვა;

☑️ მოქმედი საგადასახადო კოდექსის ზოგადი დებულებები, ასევე საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მთავრობის დადგენილებები, ბრძანებები, ინსტრუქციები, ე.წ. მანუალები).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996, სხვა ბრძანებებისა, დადგენილებების და მნიშვნელოვანი  მეთოდური მითითებების (მანუალების) განხილვას. გარჩეული იქნება კოდექსის ნორმების პრაქტიკული მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული კონკრეტული ქეისები და სხვადასხვა სახის პრაქტიკული ამოცანები.

ტრენინგს გაუძღვება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საგადასახადო კანონმდებლობის ლექტორი და ბიზნეს ტრენერი, ფინანსისტი და აუდიტორი


ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
10 05/03/2020 – 31/03/2020 24 საათი სამშაბათი და ხუთშაბათი 19:00 – 21:30 სთ

თანხის გადახდა წარმოებს წინასწარ რეგისტრაციის გავლისას ⭕

✅კურსის ღირებულება: 350 ლარი

☑️ თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად: დამადასტურებელი მეილის მიღებისთანავე – ღირებულების 50%-ის ოდენობით ხოლო სწავლების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში – ღირებულების 50%-ის ოდენობით.

დაგვიკავშირდით

ნებისმიერ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე