“ადამიანი ღმერთს უნდა ედარებოდეს, დებეტი კი კრედიტს”.

ამირან კილაძე

კურსები განკუთვნილია: მათთვის ვინც ნულიდან იწყებს პროგრამის შესწავლას, დამწყები ბუღალტრებისათვის, ასევე, ფინანსური სპეციალობის მქონე და სხვა ნებისმიერი პროფესიის მსმენელებისათვის.

სწავლების მიმართულებებიტრენინგ-კურსები ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის, ფინანსური აღრიცხვის, საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას RS.GE-ზე, რის საფუძველზეც, მსმენელები შეძლებენ ნებისმიერი სპეციფიკის: ვაჭრობის, მომსახურების, წარმოების, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომდარი ფაქტების საფუძველზე პირველადი დოკუმენტების შედგენას და ბუღალტრული პროცესების მართვას.

სწავლების მეთოდიკა და უპირატესობები: ორისის შესწავლა მიმდინარეობს არა მხოლოდ თეორიული სახით, არამედ უშუალოდ კონკრეტული  ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობისა და  რეალური დოკუმენტების გატარებების საფუძველზე. რაც ხელს უწყობს სამუშაო გარემოში ადვილად ადაპტაციის საშუალებას. შესაბამისად ყოველდღიური გატარებების საფუძველზე შესაბამისი ანგარიშებიდან  არსებული მონაცემების ამოღებას და დეკლარაციების შევსებას (განხილული იქნება საქმიანობის 2 თვე და ყოველი თვის ბოლო დასრულებული იქნება დეკლარაციების შევსებით). სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი დამოუკიდებლად შეძლებს საბუღალტრო პროგრამაში მუშაობას.

კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენსაბუღალტრო პროგრამაში მუშაობას, მთავარი ბუღალტრის, დამხმარე ბუღალტრის და მოლარე-ოპერატორის საქმიანობის განხორციელებას. დამოუკიდებლად შეძლებენ შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური ანგარიშგების შედგენას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას.

პროგრამა მოიცავს კონკრეტული ორგანიზაციის მაგალითზე:

  • ORIS-ის ინსტალაცია
  • ახალი ორგანიზაციის შექმნა
  • საოპერაციო და ანალიზური პერიოდები
  • ანგარიშთა გეგმა და სასტარტო ნაშთების დასმა
  • საბუღალტრო გატარებები
  • დოკუმენტაციის შექმნა:
  • სალაროს გასავლის და შემოსავლის ორდერი
  • საგადასახადო დავალება
  • სასაქონლო ზედნადები
  • ხელფასის დარიცხვის გატარებები
  • ძირითადი საშუალებების მიღება,
  • ცვეთის დარიცხვა
  • პაკეტური კორექტირება
  • სამეურნეო ოპერაციები
  • მოგება-ზარალი
  • საცდელი ბალანსი
  • ასლის აღება/აღდგენა

I am text block. Click edit button to change this text. Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
59 05/03/2020 – 31/03/2020 24 საათი სამშაბათი და ხუთშაბათი 19:00 – 22:00 სთ

დაგვიკავშირდით

ნებისმიერ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე