ნება მოგვეცით ასეთი კომპანიების მუშაობის საინტერესო მაგალითები შემოგთავაზოთ, რათა უკეთესად გაიგოთ თრაბლშუთერის მუშაობის პრინციპი.
აშშ–ში არსებობდა ორი დიდი კომპანია, რომლებიც ყოველთვიურ ცნობარს – „Yellow Pages”, გამოსცემდნენ.
როგორ დამთავრდა მათ შორის კონკურენტული ბრძოლა?
ისინი ერთმანეთის გამო დიდ სივიწროვეს განიცდიდნენ ბაზარზე და თავის დასამკვიდრებლად ყველანაირ ხერხს იყენებდნენ: შავი პიარი, მუშაკების გადაბირება, დემპინგი და სხვა. შედეგს მაინც ვერ აღწევდნენ. როგორც წესი, ოფისის მუშაკები ერთდროულად ორივე ცნობარს ყიდულობდნენ თითო დოლარად იმისდა დაუფიქრებლად, თუ რომელი მათგანი იყო უკეთესი. რაც ყველაზე საინტერესოა, ორივე კომპანიის მიერ გამოცემული ცნობარის ზომა და ინფორმაცია სრულიად ერთნაირი იყო.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ერთ-ერთმა კომპანიამ თრაბლ–შუთერისმოწვევა გადაწყვიტა.
დიდი ხნის ფიქრისა და ტექნოლოგიური პროცესის ყოველგვარი გართულების გარეშე მან ფირმას შესთავაზა უფრო პატარა ზომის ცნობარის გამოშვება ისე, რომ ინფორმაციის მოცულობა იგივე დარჩენილიყო. გამოდიოდა, რომ ცნობარი ზომებში უფრო დაპატარავდებოდა, ხოლო სისქე დაემატებოდა. თრაბლ-შუთერმა ჰონორარი მიიღო და წავიდა, ხოლო კონკურენტი ფირმა თრაბლ-შუთერის ამ რჩევის შემდეგ ძალიან მალე – ორ თვეში, დაიხურა.
რაში მდგომარეობს საიდუმლო? ყველაფერი ძალიან მარტივია. საქმე იმაშია, რომ როდესაც ცნობარებს ერთი და იგივე ფორმატი ჰქონდათ, მომხმარებელი ვერ ამჩნევდა მათ შორის სხვაობას და ორივე ცნობარს ერთნაირად იყენებდა. პატარა ზომის ცნობარი კი, ყველა საოფისე მაგიდაზე, დიდი ფორმატის მქონე ცნობარებზე ზემოდან იდებოდა. დროთა განმავლობაში ოფისის მუშაკები მიხვდნენ, რომ ქვედა ცნობარს, ანუ დიდი ფორმატის ცნობარს, საერთოდ აღარ იყენებდნენ და შეწყვიტეს მისი შეძენა.
როგორ აღმოფხვრა Nike-მა ქურდობები საწარმოში?
აფრიკის ქვეყნებში წარმოების ამუშავების შემდეგ ფირმა შემდეგი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: თანამშრომლები საქონელს იპარავდნენ. დაცვის პერსონალის რაოდენობის გაზრდა ვერ გადაჭრიდა პრობლემას, ვინაიდან დაცვის თანამშრომლებსაც „ძალიან მოსწონდათ“ Nike-ის ფეხსაცმელი. გამოიძახეს თრაბლ-შუთერი, განუმარტეს პრობლემა. მან იფიქრა და რამდენიმე საათში ფირმას შემდეგი გადაწყვეტილება შესთავაზა: „სხვადასხვა ქვეყანაში გამოუშვით ცალკე მარცხენა და ცალკე მარჯვენა ფეხსაცმელი“.
ყველაფერი ძალიან მარტივია. თრაბლ-შუთერი ეს ის ადამიანია, რომელიც პრობლემას განსაკუთრებული რაკურსით ხედავს და მარტივ გადაწყვეტილებას პოულობს პრობლემურ სიტუაციაში.