საგადასახადო დავების წარმოება

საგადასახადო დავებში სუბიექტის წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა

კომპანიას საქმიანობის გარკვეულ ეტაპზე შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო დავები, ამ დროს კი მნიშვნელოვანია მათი წარმოებისთვის საკითხის თეორიული და პრაქტიკული ნიუანსების ცოდნა და სპეციფიკური გამოცდილება იმისათვის, რომ დავა წარმატებით იქნეს წარმართული.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, ხოლო არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.

საგადასახადო დავებში მონაწილეობა და ინტერესების დაცვაში იგულისხმება:

  • საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან წარმოქმნილ დავებში მონაწილეობა;
  • თქვენი ინტერესების დაცვა გამოცდილი იურისტებისა და აუდიტორების მონაწილეობით სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის საგადასახადო ორგანოებში;
  • კონსულტაციები საგადასახადო შემოწმებების მიმდინარეობისას;
  • საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივი შეფასება და ექსპერტიზა;
  • ინტერესების წარდგენა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
  • სასარჩელო და სხვა სახის განცხადებების, საჩივრების და საჭირო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება;

თუ თვლით, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა  თქვენი არასამართლიანად დაჯარიმება

ჩვენ გთავაზობთ

ჩვენი გუნდის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ექსპერტები დაიცავენ თქვენს ინტერესებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და აღადგენენ თქვენს დარღვეულ უფლებებს. საგადასახადო დავები ხორციელდება წინასწარ შემუშავებული პროცედურების შესაბამისად, რაც საბოლოო ჯამში,  საგადასახადო დავების თქვენ სასარგებლოდ დასრულებას უზრუნველყოფს.

 

 

დაგვიკავშირდით
თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე