ჩვენი მსმენელები

“პრაიმ აკადემიის” მსმენელების კატეგორია საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. რაც განპირობებულია ჩვენს მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამების და პროფესიული კურსების  მრავალფეროვნებით. ჩვენს მსმენელებს შორის არიან კომპანიების დირექტორები, ტოპ მენეჯერები, ფინანსისტები, ბუღალტრები და ასევე სხვადასხვა დონის მენეჯერები. “პრაიმ აკადემია” ასევე ხშირად იღებს კორპორატიულ დაკვეთებს სხვადასხვა წარმატებული კომპანიისაგან, თავისი თანამშრომლების თუ მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული ზრდის მიზნით.

“პრაიმ აკადემიის” მიერ თავისი მსმენელებისათვის შეთავაზებული სასწავლო პროგრამები და სემინარები მოიცავს, როგორც საკანონმდებლო, ბუღალტრულ, ფინანსურ და სხვა პროფესიულ მიმართულებებს, ასევე მრავალი სახის ბიზნეს ტრენინგსა და ქოუჩინგ სესიებს. კერძოდ, პიროვნული განვითარების, ლიდერობის, გუნდის ფორმირების, მოლაპარაკების წარმოების და სხვა მრავალი მიმართულებით.

ჩვენი მსმენელებისათვის მათთვის სასარგებლო და საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების მაქსიმალურად და საფუძვლიანად ათვისების პროცესი პროცესი ჩვეთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან სწორედ, განსაკუთრებული განათლებით მიიღწევა განსაკუთრებული მიზნები 

დაგვიკავშირდით

ნებისმიერ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე

გსურთ პირველი კლასის ფინანსური მრჩეველის უფასო კონსულტაცია?