მრავალი წარმატებული ფინანსისტი, ბიზნესმენი, ბანკირი, დირექტორი, CEO, და პოლიტიკოსებიც მიმართავენ პერსონალური ქოუჩის დახმარებას, რათა მეტ წარმატებას და წინსვლას მიაღწიონ. ამ ამბიციურმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ წარმატება არასოდესაა სტატიკური; განვითარების შეწყვეტა კი დამარცხების აღიარების ტოლფასია. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა რას მიაღწიე აქამდე, შენ ყოველთვის გაქვს პოტენციალი მიაღწიო უფრო მეტს. სწორედ ამაში გეხმარება პერსონალური ქოუჩი: რათა აიყვანო შენი ცხოვრება შემდგომ-მაღალ საფეხურხე. ყველამ ვინც მიაღწია გარკვეულ წარმატებას ბიზნესში, კარიერაში თუ პოლიტიკაში, იცის რომ, რაც არ უნდა ნიჭიერი და განათლებული იყოს, არავის შეუძლია მარტომ მიაღწიოს ყველაფერს. მათ იციან, რომ მენტორები, ქოუჩები და ფსიქოლოგი მხარდამჭერები აუცილებელია საუკეთესო რეზულტატების მისაღწევად. წარმატებული ხალხი თანამშრომლობს პერსონალურ ქოუჩთან, რადგან მათ უფრო მეტი უნდათ – იქნება ეს კარიერა, პირადი ურთიერთობები თუ ზოგადად ცხოვრების აზრის მეტად გაგება – ისინი გრძნობენ, რომ აქვთ ამის საშუალება და სურთ, რომ გამოიყენონ ყველა რესურსი ამის მისაღწევად. მათ სჭირდებათ დახმარება მიზნის მისაღწევად.

8 სესიის საფასურია 1200 ლარი