ფასს (ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები) განკუთვნილია ნებისმიერი სავაჭრო, საწარმოო და სხვა კომერციული კომპანიების (ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ჩათვლით) ფინანსური ანგარიშგების შედგენისათვის, მათი საქმიანობის სახის, დარგობრივი კუთვნილებისა და საორგანიზაციო-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

აღნიშნული ანგარიშგება ორიენტირებულია ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების ფართო წრეების (აქციონერების, კრედიტორების, დამფუძნებლების, დაქირავებული მუშაკების) საინფორმაციო მოთხოვნილებებზე. აუდიტის საშუალებით დგინდება კომპანიის ფინანასური ანგარიშგების შესაბამისობა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან, იგი მოიცავს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის (ბალანსის), საქმიანობის შედეგების (მოგება-ზარალის), ფულადი სახსრების მოძრაობის (ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის) და საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგების აუდიტს.

აუდიტორული შემოწმების ჩატარების შედეგად :

  • მიიღებთ აუდიტორულ დასკვნას, რომელიც მომხმარებელთა ფართო წრისათვის ზრდის ფინანსური ანგარიშგების სანდოობის ხარისხს;

  • დაადგენთ კომპანიის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას, შედეგს (მოგებაზარალი) და ფულადი სახსრების მოძრაობას.

  • მიიღებთ დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევანაკლოვანებების მითითებით, მათი აღმოფხვრისა და ასევე შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს.

ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენილი ანგარიშგება გამჭვირვალე და ინფორმატიულია უცხოელი ინვესტორებისათვის და გზას უხსნის ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე.

დაგვიკავშირდით
თქვენთვის სასურველ დროს და მიიღეთ სრული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე