ყველას მოგეხსენებათ რაოდენ მნიშვნელოვანია კომპანიისათვის მოწესრიგებული საბუღალტრო აღრიცხვა–ანგარიშგების წარმოება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კომპანიებს არ აქვთ ან არასრულად აქვთ ნაწარმოები ბუღალტერია თავიდანვე, ან კიდე ამა თუ იმ მიზეზის გამო დაკარგული აქვთ ის და ასევე არ მოეპოვებათ პირველადი დოკუმენტაცია. ეს ყოველივე კი მომავალში მნიშვნელოვან პრობლემებს უქადის მათ, ასევე აყენებთ ფინანსური დანაკარგების და საგადასახადო სანქციების რისკის ქვეშ.
ბუღალტერიის აღდგენა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
- კომპანიების გასული პერიოდების საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება, მოწესრიგება და ბუღალტერიის ავტომატიზაცია;
- გასულ პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებების სწორი გაანგარიშება და შესაბამისად დეკლარირება;
- ფინანსური აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებაზე ინფორმაციის მომზადება, საეჭვო და უიმედო ვალების განსაზგვრა;
ბუღალტრული სისტემის აწყობა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
- გრძელვადიანი სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრა;
- საბუღალტრო ელექტრონული პროგრამის შერჩევა;
- ბუღალტრული წიგნის დაწერა და კომპანიის საქმიანობაზე მორგება, შიდა კონტროლის სისტემების შემუშავება;
- ბუღალტრულ აღრიცხვაში დასაქმებული შტატების სტრუქტურის ფორმირება;
- პირველადი საგადასახადო დოკუმენტების შედგენის სისტემატიზაცია;
თუ თქვენ თვლით, რომ თქვენს კომპანიას სასწრაფოდ ესაჭიროება ბუღალტერიის რაღაც ეტაპიდან ან თუნდაც ნულიდან აწყობა–აღდგენა
ჩვენ გთავაზობთ
ჩვენი გამოცდილი ბუღალტრების მიერ თქვენი კომპანიის წარსული სამეურნეო და საბუღალტრო ოპერაციების თავიდან აწყობა აღდგენას. რაც გულისხმობს, კომპანიის წარსული პერიოდის საქმიანობის და საბუთების შესწავლას, საბუღალტრო პროგრამაში კომპანიის მთელი არსებობის მანძილზე ნაწარმოები ოპერაციების გატარებას, არ არსებული ან არასრულად შევსებული საბუთების აღდგენასა და შექმნას.