დღევანდელ რეალობაში წარმოუდგენელია ორგანიზაციის ფუნქციონირება ბუღალტერიის გარეშე, თანამედროვე ბიზნესში მნიშვნელოვანია ეს მიმართულება ბოლომდე გამართულად მუშაობდეს, თუმცა კომპანიის მენეჯმენტისთვის საკმაოდ რთულია ბუღალტერიის ყოვედღიურ საქმიანობაზე ფოკუსირება იმ დროს, როცა მისი ძალისხმევა გადართულია ბიზნესის ძირითად მიმართულებაზე, ხოლო გამოცდილი და პროფესიონალი ბუღალტრის პოვნა საკმაოდ რთულია და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი ბუღალტერიის აუთსორსინგზე გატანა ანუ დისტანციური ბუღალტერია.
ბუღალტრული აღრიცხვის სირთულისა და საგადასახადო კოდექსის მკაცრი მოთხოვნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მენეჯერი ძალიან დიდი სიფრთხილით მიუდგეს საბუღალტრო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის შერჩევას.
ჩვენს ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში თქვენ იღებთ შემდეგ უპირატესობებს:
-
ძვირადღირებული ბუღალტრის ან ბუღალტერიის მთელი განყოფილების აყვანის ნაცვლად თქვენ თანამშრომლობთ ერთ გამოცდილ კომპანიასთან და ზოგავთ მნიშვნელოვან თანხებს.
-
თქვენზე მომაგრებული ბუღალტრის მიმდინარე კონტროლს ახორციელებს აუდიტორი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სირთულის საკითხი რომელიც თავისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე შეიძლება სწორად ვერ გადაწვიტოს ბუღალტერმა წყვეტს აუდიტორი. ამავდროულად აუდიტორი მიმდინარე რეჟიმში ამოწმებს ბუღალტერული ოპერაციების შესაბამისობას საგადასახადო კოდექსთან.
-
იურისტის უფასო ზედამხედველობა, ბუღალტერი რომელიც აწარმოებს თქვენი კომპანიის ბუღალტერიას ონალინ რეჟიმში გადის კონსულტაციას იურისტთან და მუშაობს მისი ზედამხედველობის ქვეშ. ზოგიერთ შემთხვევაში საკითხის ბუღალტრული თვალსაზრისით გამართულობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი შემდგომ არ გაპრობლემდება იურიდიული ან საგადასახადო კუთხით.
-
ჩვენი კომპანიის საქმიანობა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია GPI-ის მიერ.ეს ნიშნავს რომ ჩვენი კლიენტები დაზღვეულნი არიან ყოველგვარი საგადასახადო რისკებისაგან და მათ აუნაზღაურდებათ ყოველგვარი საგადასახადო ჯარიმა და საურავი.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ბუღალტრული აღრიცხვა მაქსიმალურად მორგებული იქნება თქვენს ორგანიზაციაზე და გაითვალისწინებს მის მოცულობას, სირთულესა და სპეციფიკას.
ჩვენ გთავაზობთ თანამშრომლობის ორი სქემიდან ერთ-ერთს:
- პირველ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი ბუღალტრის მეშვეობით დავიწყებთ თქვენი ბუღალტერიის მართვას და კონსულტირებას.
- მეორე შემთხვევაში, ჩვენ სრულად ავირებთ ჩვენს თავზე თქვენი ბუღალტერიის წარმოებას.
საბუღალტრო მომსახურების სტანდარტული პაკეტი მოიცავს:
- თქვენს მიერ მოწოდებული პირველადი დოკუმენტების შემოწმება სისრულეზე და საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;
- კონსულტაცია პირველადი საბუთების მომზადება/მოწესრიგებასთან და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით;
- კონსულტაცია პირველადი საბუთების მომზადება/მოწესრიგებასთან და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით;
- პირველადი დოკუმენტების ასახვა ჩვენს საბუღალტრო პროგრამაში;
- საგადასახადო დეკლარაციების და ფორმების მომზადება და წარდგენა საგადასახადო ინსპექციაში;
- დამკვეთის მიერ გადასახდელი გადასახადების კალკულაცია და დამკვეთის ინფორმირება;
- ურთიერთობა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებთან დამკვეთის საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;
- კამერალური და გეგმიური საგადასახადო აუდიტის (რევიზიის) პერიოდში დამკვეთის ინტერესების დაცვა და აუდიტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაციის მომზადება/წარდგენა;
- დამკვეთის ინტერესების დაცვა მესამე პირების წინაშე საბუღალტრო/საგადასახადო საკითხებში;
- საბუღალტრო პროგრამის სტანდარტული ამონაწერების და ბრუნვითი უწყისების მიწოდება;
- სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია ბუღალტერიის წარმოებისათვის საქართველოშო მოქმედი სტანდატებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;